იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის შეფასებით, 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ავიარეისების განახლება, მნიშვნელოვანია. "ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დღეს ქუთაისის აეროპორტმა რეგულარული ავიარეისების მიღება განაახლა - დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა, მათგან 96 საერთაშორისო ვიზიტორია, რაც პანდემიის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობას გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რეკომენდაციების სრული დაცვით საწყის ეტაპზე რეგულარული რეისები კვირაში ერთხელ განხორციელდება, მაგრამ მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს...
წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. “გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 11 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. აღნიშნულ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, ხშირია დაზიანებები და მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოები წყალმომარაგების დაზიანებული ქსელის ახლით ჩანაცვლებასა და აბონენტების ინდივიდუალურ...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა იმ პროექტზე ისაუბრა, რომელზეც გული წყდება, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ვერ მოესწრო. ქვრივიშვილის თქმით, ეს არის სველი წერტილების პროექტი. „გული მწყდება იმაზე, რომ სანამ აქ ვარ, ვერ დავიწყეთ უშუალოდ განხორციელება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტის, რომელიც არის სველი წერტილების პროექტი. თუმცა, მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა ჩვენი გუნდის მხრიდან და უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს ინფრასტრუქტურის...
მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პერიოდში თანამდებობაზე ყოფნის წელიწადი და 8 თვე შეაჯამა. მარიამ ქვრივიშვილმა ოთხი მნიშვნელოვანი მიღწევა გამოყო, როგორებიცაა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB- ბერლინი” 2022 წლისთვის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერება. „პირველი და უმთავრესი არის ის, რომ განსაკუთრებული ცვლილება შევიტანეთ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, ეს არის გრძელვადიანი, ამ კუთხით ბევრი...
თბილისში გრიგოლ ვოლსკის სახელობის ქუჩა გაიხსნება, - აცხადებენ თბილისის საკრებულოში. "5 ოქტომბერს, 12:00 საათზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით კრწანისის რაიონში პუბლიცისტის, ექიმის, საზოგადო მოღვაწის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, გრიგოლ ვოლსკის გარდაცვალების 111 წლისთავთან დაკავშირებით მისი სახელობის ქუჩა გაიხსნება", - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ლ.ქ. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილი ძალადობა) წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე, ძალადობის ფაქტებზე გ.შ.-ს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" პუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად,...
საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა "ბუკიას ბაღში" წიგნის "ეს საბურთალოა - ერთი უბნის ამბავი" პრეზენტაცია გამართა. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ის საბურთალოს შესახებ ცნობებს წლების განმავლობაში აგროვებდა, ინიშნავდა და ახლა წიგნად გამოსცა. წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს შეეძლოთ, წიგნი 1 ლარიდან ზევით ნებისმიერ ფასად შეეძინათ. როგორც ელისაშვილი ამბობს, შემოსული თანხა მის საარჩევნო კამპანიას მოხმარდება. პრეზენტაციაზე ასევე მოეწყო ტანისამოსის და სხვადასხვა აქსესუარების გამოფენა - გაყიდვა, რომელზეც...
პროკურატურამ ბოლნისში საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ა.ი-ს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) ორ ეპიზოდზე წარუდგინა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ა.ი მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2020 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე,...
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ მარნეულში და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ისაუბრა. ბორვაძემ მედიის კითხვებს 29 სექტემბერს, მარნეულში, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ უპასუხა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება მყისიერი იქნება. "როგორც თქვენთვის ცნობილია ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის...
ფოთის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 3 ქუჩაზე (აკაკის, რეკვავას, წმ.გიორგისქუჩები) მიმდინარეობს. ფოთის მერიის ცნობით, გამოცხადებულია ტენდერი კიდევ 12 ქუჩის რეაბილიტაციაზე. „მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ფოთის მუნიციპალიტეტში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად ფოთში წყალარინების პროექტის განხორციელებისას დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. რეაბილიტაციის დასრულებისშემდეგ, ფოთში აღარ იარსებებს ქუჩა, რომელზეც გზის საფარის პრობლემა გვექნება და მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს. ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი თემურ მანველიშვილი ფიქრობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე მისი უფლებები დაირღვა და არ გამორიცხავს, რომ სარჩელით ამჯერად ზემდგომ ისნტანციას მიმართოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, რომელიც მერიიდან გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობას, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას ეხებოდა. თემურ მანველიშვილის ინფორმაციით, მოსამართლემ მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა და სამოტივაციო ნაწილზე არ უსაუბრია,...
ქუთაისის მერობის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. ცესკოს მონაცემებით ქალაქის მერობა 8 კანდიდატს სურს. აქედან მხოლოდ ერთია ქალი. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. ესენი არიან: ამირან ძოწენიძე - ,,ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, კახაბერ ჩახუნაშვილი - ,,დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ“, გრიგოლი შუშანია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ირაკლი კიკვაძე - შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია, გაგა გოგრიჭიანი - ,,თავისუფალი საქართველო, (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“, ანდრო ლოსაბერიძე -...
​გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში 14 სტიქიური ნაგავსაყრელი გააუქმა. ​"გაწმენდილი და ლიკვიდირებული იქნა გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიიდან შემოსული წერილების და ჩვენი საგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ დაფიქსირებული სტიქიური ნაგავსაყრელები, ჯამში 14 ლოკაცია", - ნათქვამია კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ანგარიშში. ამასთან, კეთილმოწყობის სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში გორიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, დაახლოებით, 21 916 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანა. ამავე ანგარიშში ირკვევა, რომ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყობა. ატენის დეპუტატი საკრებულოში, შოთა ვანიშვილი ამბობს, რომ სამუშაოები მიმდინარე თვეში დაიწყება. ​"სტადიონი სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა, ერთ სივრცეში იქნება განთავსებული მინი ფეხბურთის მოედანი კალათბურთის მოედანი და ფრენბურთის ბადე. ტენდერი მოგებულია, ნახაზები აიღეს, მაქსიმუმ 10 დღეში დაიწყება სტადიონის რეაბილიტაცია", - ამბობს შოთა ვანიშვილი აღნიშული პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება, ​ღირებულება 100 000 ლარს შეადგნს, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ლაგოდეხში, თხილის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ. ახალი საწარმო სახელმწიფოს და USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შპს „კახეთის თხილი“ თხილის სარჩევს, საშრობსა და სასაწყობო ცენტრს მოიცავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საწარმოში, ჯამურად 250,000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის...
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიას სასამართლოში უჩივლა. გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო, კომისიის წევრებმა ნაკვეთის დარეგისტრირების უფლება არ მისცეს. დეპუტატი კომისიის წევრების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის ადმინისტრაციის წინ შიმშილობის დაწყებით იმუქრება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. გოდერძი კუბლაშვილი დაბა ადიგენში, არტემ ბალახაშვილის ქუჩაზე, 9 555 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, მიწის აღიარების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ