თბილისში გრიგოლ ვოლსკის სახელობის ქუჩა გაიხსნება, – აცხადებენ თბილისის საკრებულოში.
“5 ოქტომბერს, 12:00 საათზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით კრწანისის რაიონში პუბლიცისტის, ექიმის, საზოგადო მოღვაწის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, გრიგოლ ვოლსკის გარდაცვალების 111 წლისთავთან დაკავშირებით მისი სახელობის ქუჩა გაიხსნება”, – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.