ქუთაისის მერობა 8 კანდიდატს სურს

710

ქუთაისის მერობის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. ცესკოს მონაცემებით ქალაქის მერობა 8 კანდიდატს სურს. აქედან მხოლოდ ერთია ქალი. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

ესენი არიან:

ამირან ძოწენიძე – ,,ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“,

კახაბერ ჩახუნაშვილი – ,,დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ“,

გრიგოლი შუშანია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,

ირაკლი კიკვაძე – შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია,

გაგა გოგრიჭიანი – ,,თავისუფალი საქართველო, (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“,

ანდრო ლოსაბერიძე – გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“,

ირმა პეტრიაშვილი – ,,სოციალური სამართლიანობისათვის“,

იოსებ ხახალეიშვილი – ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო.

პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩვენო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ. მოსახლეობისთვის ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ კახაბერ ჩახუნაშვილი (,,დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ“-დან)  და ირმა პეტრიაშვილი “სოციალური სამართლიანობისათვის.”

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, საოლქო  კომისიას შესაბამის სიას  ცესკო ორი დღის ვადაში მიაწოდებს. ქუთაისის მაჟორიტარობისთვის მოსახლეობას პარტიებმა 9 კანდიდატი წარუდგინეს.

2020 წლის 31 ოქტომბერს  საპარლამენტო არჩევნები 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით ჩატარდება.

კანდიდატებს შორის არჩევანი ქუთაისში რეგისტრირებულმა 152 561 მოქალაქემ უნდა გააკეთოს.