კურდღელია: ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია

655

ფოთის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 3 ქუჩაზე (აკაკის, რეკვავას, წმ.გიორგისქუჩები) მიმდინარეობს.

ფოთის მერიის ცნობით, გამოცხადებულია ტენდერი კიდევ 12 ქუჩის რეაბილიტაციაზე.

„მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ფოთის მუნიციპალიტეტში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად ფოთში წყალარინების პროექტის განხორციელებისას დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. რეაბილიტაციის დასრულებისშემდეგ, ფოთში აღარ იარსებებს ქუჩა, რომელზეც გზის საფარის პრობლემა გვექნება და მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს.

ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება”, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

გარდა ამისა,ფოთის მერიის ცნობით, ქალაქში გრძელდება საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები.

„დღემდე ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც. 2021 წლიდან მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ 55 ათასზე მეტ ადამიანს არსებული პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.