გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყობა.
ატენის დეპუტატი საკრებულოში, შოთა ვანიშვილი ამბობს, რომ სამუშაოები მიმდინარე თვეში დაიწყება.
”სტადიონი სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა, ერთ სივრცეში იქნება განთავსებული მინი ფეხბურთის მოედანი კალათბურთის მოედანი და ფრენბურთის ბადე. ტენდერი მოგებულია, ნახაზები აიღეს, მაქსიმუმ 10 დღეში დაიწყება სტადიონის რეაბილიტაცია”, – ამბობს შოთა ვანიშვილი
აღნიშული პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება, ღირებულება 100 000 ლარს შეადგნს, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2 თვეში უნდა დაასრულოს.