ქუთაისის მერიას ადმინისტრაციული ხარჯების ზრდასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. ,,ლეიბორისტულ პარტიის" მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ მერიის ააიპებში ადმინისტრაციული ხარჯები 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ორჯერ გაიზარდა. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში სახელფასო ფონდს ყოველწლიურად, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი ემატებოდა. "ოთხი მილიონიდან რვა მილიონ ნახევრამდე ავიდა ადმინისტრაციული ხარჯები ბოლო 4 წლის განმავლობაში. სრული განუკითხაობაა ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში, სადაც...
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გაზრდის გამო კვლავ შეზღუდვები დაწესდა. დეფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განკარგულებით, 5 ოქტომბრიდან დახურულ სივრცეებში აკრძალულია მასობრივი შეკრებები და ღონისძიებები. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ კულტურული დაწესებულებებისთვის, რომლებსაც მკაცრად მოუწევთ რეკომენდაციების დაცვა. აიკრძალა ქორწილები და სხვა სახის წვეულებები. სავალდებულოა ადამიანთა რაოდენობის შეზღუდვა სამგლოვიარო ღონისძიებებზე. კვების ობიექტებს მოუწევთ რეკომენდაციების დაცვით ფუნქციონირება, რაც მოიცავს დეზინფექციას დ დისტანციის დაცვას. დეფაქტო რესპუბლიკაში რაიონების...
თელავის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო სტანდრტების შესაბამისი 10 სამგზავრო ავტობუსი ეყოლება, რომელიც გათვლილი იქნება 60 მგზავრზე და ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თელავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 10 სამგზავრო ავტობუსს ფონდი შეისყიდის, განაბაჟებს და თელავის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში სესხად გადმოსცემს. სესხის ოდენობა 1 მილიონი ევროთი განისაზღვრება. ამ...
1-ელი ოქტომბრიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლები მომატებულ ხელფასს აიღებენ. მათი ანაზღაურება დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, პროცენტულად გაიზრდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მარინა მერაბიშვილის თქმით, მომატებულ ხელფასს ბაღების თანამშრომლები ახალი სასწავლო წლიდან მიიღებენ: „ჩვენ მერიასთან შეთანხმებით განვსაზღვრეთ დრო ახალი სასწავლო წლიდან, 1-ელი ოქტობრიდან დაემატება ყველა თანამშრომელს 5%-დან 30%-მდე ხელფასი“. მისივე თქმით, ხელფასების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: მენეჯერებს დაემატებათ...
ამიერიდან, ახალციხის მერიას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ელექტრონული წვდომა ექნება მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა პერსონალური მონაცემების ნაწილზე. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ეს საქმისწარმოებასა და მოქალაქეებთან ურთიერთობას გაამარტივებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ, მოქალაქეების გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით, ხუთ ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. სხდომაზე მყოფმა ყველა დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა. ეს გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტი ახალ ელექტრონულ წარმოებაზე გადადის. შესაბამისად „სოციალური დახმარების,...
საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენლის პაატა მანჯგალაძის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც არის პარტიული სიის კანდიდატი, იცავს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლი, რაც გულისხმობს იმუნიტეტს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. ფარულავას განცხადებით, პოლიციის მხრიდან მისი დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად. „საარჩევნო კოდექსის...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების უკანონო ჩარევა, დაჯარიმება და ხელის შეშლა არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რაც დანაშაულია. მათივე განცხადებით, "სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელისუფლების მხრიდან გამოწერილ ჯარიმებსა და უკანონო ქმედებას ყველა ინსტანციაში გააპროტესტებს. როგორც ჩიხლაძე ამბობს, „შესაბამის ზომებს მიიღებს, რა თქმა უნდა, თავისუფალი სასამართლო და არა ივანიშვილის, მურუსიძისა და კალაძის სასამართლო კლანი“. „გუშინ, თბილისის მერის, ბატონი კალაძის მხრიდან,...
ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნას თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომ წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა დაბალანსდეს და გადაიზარდოს საარჩევნო მარათონში და არა საარჩევნო მუშტი-კრივში, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადა. მისი თქმით, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა თითოეულმა პოლიტიკოსმა უნდა აიღოს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა არ უნდა ანაცვალოს. „არჩევნებამდე 25 დღე დარჩა. დუღილის ტემპერატურა ძალიან...
"საქართველო ზედიზედ მესამედ იკავებს ევროპაში ადგილს პირველ ოცეულში, კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით, ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მთავრობების ეფექტიანობის რეიტინგი,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა. მან ასევე ისაუბრა მომავალი წლის ბიუჯეტზე და აღნიშნა, რომ მასში, ისევე როგორც წინა წლების ბიუჯეტებში, ის პრიორიტეტებია განსაზღვრული, რომელიც ქვეყანას განვითარებისთვის...
წინა სტატია ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა თბილისელისთვის საამაყო იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, ოპოზიციის ბრალდება კი კონტრპროდუქტიულია. ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ, დაახლოებით, 30 წელია, რაც ივანიშვილი, „ქართუ“ ფონდი მსგავს პროექტებს ახორციელებს. „ასეთი ტიპის პროექტის განხორციელება ძალიან ბევრი ადამიანის ოცნება იყო. რა თქმა უნდა, ყველა ბრალდება არის კონტპროდუქტიული. ადამიანები ხედავენ რეალურად წვლილს, რადგან დაახლოებით 30 წელია, რაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, „ქართუ“ ფონდი მსგავს...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დიღმის ტყე-პარკში მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას მუნიციპალიტეტს გადასცემენ, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის, - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ კითხვას, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა წინასაარჩევნო მოსყიდვა ხომ არ არის. "მეტსაც გეტყვით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ, ეს ტერიტორიები საჩუქრად მივიღოთ. ამაში არანაირი შეზღუდვა...
მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, წუხელ გვიან ღამით პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი დააზიანეს. მარნეულსა და გარდაბანში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის განცხადები, საარჩევნო მასალების დაზიანებას სისტემატური, შეგნებული და მიზანმიმართული ხასიათი აქვს, როგორც ქალაქის მასშტაბით, ისე სოფლებში. „როგორც ხედავთ, ოპოზიციური ძალების მხრიდან პროვოკაციების გარდა ვანდალურ ფაქტებსაც აქვს ადგილი. წუხელ დააზიანეს როგორც ჩვენი ბანერი, ისე კერძო საკუთრება. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ...
ფოთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. ოპოზიციის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელ წევრებად ის ადამიანები აირჩიეს, რომელთა უმრავლესობა საბიუჯეტო ორგანიზაციებშია დასაქმებული. „ჩვენი კომისიის არც ერთმა წევრმა არ მოაწერა ეთიკის ნორმებს ხელი, რადგან ეთიკის ყველა ნორმა დარღვეულია. არცერთი თავისუფალი წევრი არ ჰყავთ საოლქოში, ყველა არის ა(ა)იპ-ების, სიპების თანამშრომელი, ბაღების პედაგოგები და ა. შ. ესენი არიან დღეს თავმჯდომარეები და მოადგილეები. რას ამზადებს...
პოლიტიკურ პარტიებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას შეხვდნენ, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები გააცნონ და მათ ხელს არავინ უშლის. არსებობს კანონები, წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერიასთან აქციასა და რამდენიმე მონაწილის დაკავების თაობაზე. გარდა ამისა, კახა კალაძემ ისაუბრა გასულ დღეებში, ცალკეულ...
წინა სტატია ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველო კორუფციას ებრძვის და ამაზე საუბრობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე“ ბევრად უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციები. როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა, თუ ორგანიზაციაში კონკრეტული ფაქტების შესახებ იციან, სჯობს შესაბამის ორგანოებს მიმართონ. „მეც ვსაუბრობ იმაზე, რომ კორუფციას ვებრძვით და არამხოლოდ ვსაუბრობ, არამედ ამაზე საუბრობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე“ ბევრად უფრო ავტორიტეული ორგანიზაციები. მინდა შეგახსენოთ, სულ ცოტა...
კახეთის 8 მუნიციპალიტეტში, 2013-2020 წლებში განხორციელებულ არაერთ ტენდერსა და პირდაპირ შესყიდვაში მონაწილეობდა არაერთი კომპანია, რომელთაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ამავე მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნებთან, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამი. TI-ის მიმოხილვის მიხედვით, ფაქტი, რომ ამ კომპანიების დიდ ნაწილს შესყიდვებში მონაწილეობის არავითარი წინარე გამოცდილება არ ჰქონდათ, აღრმავებს შეფასებას, რომ ამ შესყიდვებს მაღალი კორუფციული რისკები ახლავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ