თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დიღმის ტყე-პარკში მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას მუნიციპალიტეტს გადასცემენ, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის, – ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ კითხვას, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა წინასაარჩევნო მოსყიდვა ხომ არ არის.
“მეტსაც გეტყვით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ, ეს ტერიტორიები საჩუქრად მივიღოთ. ამაში არანაირი შეზღუდვა და კანონდარღვევა არ არის. მზად ვართ, რომ ის ტერიტორიები გადმოგვცენ და მადლობელი ვიქნებით, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის. იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ იქ შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენს თავზე ავიღებთ და მუნიციალიტეტი დიღმის ტყე-პარკს მოაწყობს, განაახლებას და კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს, თუ ისინი მას საჩუქრად გადმოგვცემენ”,- განაცხადა კალაძემ.