მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, წუხელ გვიან ღამით პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი დააზიანეს.
მარნეულსა და გარდაბანში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის განცხადები, საარჩევნო მასალების დაზიანებას სისტემატური, შეგნებული და მიზანმიმართული ხასიათი აქვს, როგორც ქალაქის მასშტაბით, ისე სოფლებში.
„როგორც ხედავთ, ოპოზიციური ძალების მხრიდან პროვოკაციების გარდა ვანდალურ ფაქტებსაც აქვს ადგილი. წუხელ დააზიანეს როგორც ჩვენი ბანერი, ისე კერძო საკუთრება. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი ფაქტები უამრავია. პლაკატები დაზიანებულია სოფლებშიც. პირდაპირი დავალებაა გაცემული თავიან აქტივისტებზე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზიანონ ქალაქსა და სოფლებში ჩვენი პლაკატები და ბანერები. ამის მაგალითი გახლავთ წუხელ მომხდარი ვანდალური ფაქტი, რომელიც მიმართულია, როგორც პარტიის წინააღმდეგ, ისე ქალაქის იერსახის დამახინჯებისკენ. ფაქტთან დაკავშირებით საქმეზე დაწყებულია გამოძიება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზაურ დარგალმა.