ცქიტიშვილი: საქართველო კორუფციას ებრძვის და ამაზე საუბრობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ ბევრად უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციები

357

წინა სტატია

ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველო კორუფციას ებრძვის და ამაზე საუბრობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე“ ბევრად უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციები.

როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა, თუ ორგანიზაციაში კონკრეტული ფაქტების შესახებ იციან, სჯობს შესაბამის ორგანოებს მიმართონ.

„მეც ვსაუბრობ იმაზე, რომ კორუფციას ვებრძვით და არამხოლოდ ვსაუბრობ, არამედ ამაზე საუბრობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე“ ბევრად უფრო ავტორიტეული ორგანიზაციები. მინდა შეგახსენოთ, სულ ცოტა ხნის წინ, წინა კვირას გამოქვეყნდა „მსოფლიო ბანკის“ მთავრობების ეფექტიანობის რეიტნგი, სადაც თქვენ ნახავდით, რომ საქართველო,ზედიზედ მესამედ, კორუფიცასთან ეფექტური ბრძოლის თვალსაზრისით ევროპაში პირველ ოცეულში პოზიციას იკავებს. ეს არის მსოფლიო რეიტინგები. ბევრად უფრო ავტორიტეული რეგინტიგები, ვიდრე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაა. მე მათ მოვუწოდებდი რომ საუბრის ნაცვლად, თუ კორუფციის კონკრეტული ფაქტებს ხედავენ, დაგვეხმარონ ჩვენ კორუფციასთან ბრძოლაში და მიმართონ შესაბამის ორგანოებს ამ ფაქტების შემთხვევაში. ბევრად უფრო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცები ფიქრობენ, რომ საქართველო აუმჯობესებს წლიდან წლამდე თავის პოზიციებს“, – განცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ კახეთის 8 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ. დოკუმენტის მიხედვით, კვლევაში მიმოხილულია 51 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და 7 ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობა, რომლებმაც, 2013-2020 წლებში, 167 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა მიიღეს.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, ამ მუნიციპალიტეტებში, ხშირია ახალდაფუძნებული და გამოუცდელი კომპანიების მიერ მოგებული უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების შემთხვევები, რომელთა ღირებულება მრავალჯერ აღემატება კანონით დადგენილ 5000-ლარიან ზღვარს, რომლის მიღმაც, რეკომენდებულია, შემსყიდველმა გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი. დოკუმენტის მიხედვით, ასევე ზოგ შემთხვევაში იკვეთება მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან კავშირი და კორუფციული გარიგებების ნიშნები.