კორონავირუსის საფრთხის გამო აფხაზეთში შეზღუდვები ამოქმედდა

944

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გაზრდის გამო კვლავ შეზღუდვები დაწესდა. დეფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განკარგულებით, 5 ოქტომბრიდან დახურულ სივრცეებში აკრძალულია მასობრივი შეკრებები და ღონისძიებები.

გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ კულტურული დაწესებულებებისთვის, რომლებსაც მკაცრად მოუწევთ რეკომენდაციების დაცვა.

აიკრძალა ქორწილები და სხვა სახის წვეულებები. სავალდებულოა ადამიანთა რაოდენობის შეზღუდვა სამგლოვიარო ღონისძიებებზე.

კვების ობიექტებს მოუწევთ რეკომენდაციების დაცვით ფუნქციონირება, რაც მოიცავს დეზინფექციას დ დისტანციის დაცვას.

დეფაქტო რესპუბლიკაში რაიონების ადმინისტრაციებს მოუწევთ სადეზინფექციო ხსნარებით მოამარაგონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა ყველა რაიონის სამედიცინო დაწესებულებაში გამოიყოფა ერთი, იზოლირებული განყოფილება კორონავირუსით ინფიცირებულთათვის.