ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ბიუსტთან მხარდამჭერებთან შეხვედრაზე "კონსერვატიულმა პარტიამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი მორგოშია წარადგინა. პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მორგოშია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია.
"ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატი, რომელიც შეეფერება ზუგდიდს, ამ ტრადიციულ და ეროვნულ ქალაქს. მიუხედავად ასეთი ახალგაზრდა ასაკისა, ჩამოყალიბებული კონსერვატორია. მის სულსა და გულშია ჩვენი პროგრამა “სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად, დაფასებული ვეტერანი, ეკლესიის მხარდაჭერა” და იმედი მაქვს, ექნება ზუგდიდელების აქტიური...
თბილისის მერიამ ღია კაფე-ბარები მიმდინარე წლის ბოლომდე იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება თბილისის მერმა ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში მიიღო და ძალაში მარტიდან შევიდა. პანდემიიდან მე-8 თვეს bm.ge-ს თბილისის მერიაში უთხრეს, რომ საიჯარო შეღავათით, დაახლოებით, 200-მდე ღია კაფემ ისარგებლა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შეღავათით ისარგებლა 200-მდე კაფემ სამართლებრივად, ვისაც ხელშეკრულება ჰქონდა, მაგრამ გარდა ამისა, ვისაც ხელშეკრულება არ ჰქონდა, მათაც მიეცათ უფლება, წლის ბოლომდე...
წინა სტატია
„ევროპული საქართველოს“ ბრალდებას წყალტუბოს საჯარო სკოლებში სველი წერტილების კორუფციული გარიგებით მოწყობის თაობაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია გამოეხმაურა.
მერის მოადგილის, ზურაბ მაისურაძის თქმით, მთავრობის განკარგულების თანახმად, სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად შესყიდვა პირდაპირი გზით უნდა მომხდარიყო, რათა სამუშაობის დასრულება სწავლის დაწყებამდე მოსწრებულიყო.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რეგულაციების თანახმად, წყალტუბოს მინიციპალიტეტში აუცილებელი გახდა, 33-ივე სკოლაში მოწყობილიყო სველი წერტილები და საპირფარეშოები. სკოლის დაწყებამდე ამ ყველაფრის მოსასწრებად...
შემდეგი სტატია
„ევროპული საქართველო“ გენერალურ პროკურატურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორუფციული გარიგებებით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს წყალტუბოში საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად მერიამ მილიონ 122 ათას 256 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით, ტენდერის გამოცხადების გარეშე დახარჯა.
„პანდემიის დაწყებიდან სწავლის დაწყებამდე მთავრობას სკოლის ჰიგიენური კვანძების მოსაწყობად ხუთ თვეზე მეტი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მთელი ეს...
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული პროექტების ამსახველი ბუკლეტების მოსახლეობაში გავრცელება დაიწყო.
ბუკლეტების გავრცელების პროცესში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან ერთად მიიღო.
დავით შერაზადიშვილმა და ლონგინოზ გასანოვმა ბუკლეტები დაბა კაზრეთში მცხოვრებ მოსახლეობას გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მსგავსი ბუკლეტი 2016 წელსაც გამოსცა. ბუკლეტების დაბეჭვდა მოსახლეობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს...
კახა კალაძეს თავი საბჭოთა კავშირის თბილისის რაიკომის პირველი მდივანი ნუ ჰგონია. ივანიშვილმა თქვა დავაბრუნებ პარკსო და გამოხტა მეორე დღეს და თქვა ასეთი პარკი იქნებაო, - ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იპოდრომის ტერიტორიზე ცენტრალური პარკის გაშენების შესახებ განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ცენტრალური პარკის მოწყობისთვის არ არის საჭირო „ფონდი ქართუს“ დახმარება.
მისივე თქმით, პარკის მოსაწყობად თბილისის ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა...
სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს და ინტერესდება, რატომ ვერ იცლის ის დებატებისთვის, მაშინ, როცა ამერიკის პრეზიდენტსაც კი შეუძლია ამისთვის დრო გამონახოს.
"ბატონო გახარია, ამერიკის პრეზიდენს სცალია დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ? რეალობა ხომ ვიცით, რომ გეშინიათ თქვენ დებატების, გეშინიათ, რომ მოხვიდეთ და ისაუბროთ ფაქტებით, გეშინიათ, რომ საზოგადოებისგან მიიღებთ მკაცრ გაფრთხილებას," - ამბობს ვაშაძე.
https://www.facebook.com/G.Vashadze/videos/371555270546954
გიორგი ვაშაძემ სპეციალური...
აფხაზეთის უზენაესი საბჭო, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერაა დანიშნული, მთლიანი შემადგენლობით უნდა გადადგეს. აფხაზეთიდან დევნილებს არ სჭირდებათ ისეთი ბიუროკრატიული აპარატი, რომლის შენახვაც საქართველოს ბიუჯეტს 19 მილიონი უჯდება, - ამის შესახებ სამეგრელოში „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ბახიამ თბილისში, აფხაზეთის მთავრობის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთიდან დევნილებს 27 წლის განმავლობაში აქვთ კონსტიტუციური უფლება ჩამორთმეული, რომელიც მათ საშუალებას არ...
აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ასფალტის საფარი დაგებულია სოფელ ნორიოში, ილიას ქუჩიდან სოფელ სუჯუნაში, საბაშვილის ბოგირამდე.
"აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე ასფალტი არასოდეს ყოფილა, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით, უამინდობის დროს. მოქალაქეები უკვე კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ. აღნიშნული გზა ორ სოფელს აკავშირებს მუნიციპალიტეტის ცენტრთან. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. რამდენიმე დღეში დაიწყება სამიქაო-მაიდნის...
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისათვის ძირითადი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და საგზაო ნიშნების მოწყობა მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირებული მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
„ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
არსებული გზა დაზიანებული იყო და საჭიროებდა სრულ...
ჩემო მეგობრებო, ნუ შევუშინდებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მუქარის და შანტაჟის ფაქტებს. „ქართულ ოცნებას“ უკვე გავატანეთ რვა წელი და ნუ გავატანთ ამ შიშს მომავალ ოთხ წელსაც, -ასე მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ სოციალური ქსელით საქართველოს მოსახლეობას.
მისი ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ხშირად ხდება დაშინება და შანტაჟი.
„იმის მაგივრად, რომ ან დებატებზე მოვიდეს ან თავად იაროს ხალხში, „ოცნების“ დეპუტატი ვოლსკი, პროვოკაციისთვის აგზავნის თავის...
პანკისის სათემო რადიოს, იგივე "რადიო ვეის" შენობის გაყიდვა აღარ განიხილება. როგორც On.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, დღეს გამართულ სხდომაზე მომხსენებელმა, თინათინ კუდიანიშვილმა საკითხი უკან გაიწვია.
აღნიშნულს რადიოს დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მათ წინააღმდეგ მიმართული ამ ქმედებების ერთადერთი მიზანი, რადიოს ხეობიდან "გაძევებაა".
"გუშინ გავრცელდა განცხადება, ხოლო დღეს ამას გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვისდა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, საკითხი...
"ლელოს" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიებას "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე დაესწრო, რაც ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე მიუთითებს.
„წყალტუბოს მერიის მიერ ორგანიზებულ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებას, ქართული „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე არა მხოლოდ ესწრებოდა, არამედ საჩუქრები გადასცა საპატიო მოქალაქეებს....
ბორჯომის მუნიცოპალიტეტში, ცემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. ბეტონის საფარი გზის 1-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც ბეტონის საფარის მოწყობის პროცესი დაიწყო.
ცემში, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე გაეცნენ.
წინა სტატია
ბათუმში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას აგრძელებენ.
მათი მთვარი მოთხოვნაა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგეს, ასევე მოქალაქეებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ, რადგან საბანკო სესხებს ვერ იხდიან.
"ვითხოვთ, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და შემოსავალი ვიპოვოთ. აქ ვშიმშილობთ ადამიანები და ღამეს ვათენებთ. სულ 7 ადამიანი შიმშილობს, მოთხოვნები იგივე რჩება. ვთხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას და...
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეშვიდე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომისია რეკომენდაციით მიმართავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეებს: თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მაქსიმალურად გაემიჯნონ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































