ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ბიუსტთან მხარდამჭერებთან შეხვედრაზე “კონსერვატიულმა პარტიამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი მორგოშია წარადგინა. პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მორგოშია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია.
“ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატი, რომელიც შეეფერება ზუგდიდს, ამ ტრადიციულ და ეროვნულ ქალაქს. მიუხედავად ასეთი ახალგაზრდა ასაკისა, ჩამოყალიბებული კონსერვატორია. მის სულსა და გულშია ჩვენი პროგრამა “სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად, დაფასებული ვეტერანი, ეკლესიის მხარდაჭერა” და იმედი მაქვს, ექნება ზუგდიდელების აქტიური მხარდაჭერა”, – აღნიშნა ძიძიგურმა.
თავად გიორგი მორგოშიამ კი დასძინა, რომ პროგრამის სხვა მიმართულებებთან ერთად მისი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდები და მათთან დაკავშირებული სფეროებია.