კახა კალაძეს თავი საბჭოთა კავშირის თბილისის რაიკომის პირველი მდივანი ნუ ჰგონია. ივანიშვილმა თქვა დავაბრუნებ პარკსო და გამოხტა მეორე დღეს და თქვა ასეთი პარკი იქნებაო, – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იპოდრომის ტერიტორიზე ცენტრალური პარკის გაშენების შესახებ განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ცენტრალური პარკის მოწყობისთვის არ არის საჭირო „ფონდი ქართუს“ დახმარება.
მისივე თქმით, პარკის მოსაწყობად თბილისის ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა თანხა.
„რაც არ მომწონს – „ფონდი ქართუ“ გააკეთებს და 10 მილიონს დახარჯავსო. არ გვინდა ამ „ქართუს“ დაყვედრებები. თბილისის ბიუჯეტი არის 1 მილიარდ 300 მილიონი, შესაბამისად, 10 მილიონიც მოიძებნება, რომ მოწესრიგდეს. კახი კალაძეს თავი საბჭოთა კავშირის თბილისის რაიკომის პირველი მდივანი ნუ ჰგონია. ივანიშვილმა თქვა, დავაბრუნებ პარკსო და გამოხტა მეორე დღეს და თქვა, ასეთი პარკი იქნებაო. იქ ვხედავთ შენობებს და დაცემენტებულ ტერიტორიას, არ გვინდა. საბჭოთა კავშირი რა იყო? გამოგიცხადებდნენ და ტაში უნდა დაგეკრა და ეს არ გვინდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ საბურთალოს მოსახლეობას უნდა ჰკითხოს, რისი გაკეთება სურთ იპოდრომის ტერიტორიაზე.
„19-დან მშენებლობას ვაჩვენებთ მაგათ. გაჩერდნენ და პირველ რიგში, ხალხს ჰკითხონ პირველ რიგში, რა უნდათ იქ გაკეთდეს? მე მიმაჩნია, რომ იქ არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ უნდა იყოს, უბრალოდ განათებები უნდა დაიდგას და მოწესრიგდეს. არ გაბედოს კალაძემ და ქალაქის მერიამ იქ რაღაცების მშენებლობა, არ სჭირდება იმას მშენებლობა, იქ საჭიროა მოწესრიგება“, – განაცხადა ელისაშვილმა.