„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. როგორც კახა კალაძემ ონში, რაჭის მოსახლეობასთან "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა, ონის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია უნიკალური ბუნებითა და სამზარეულოთი, რაც ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისთვის კარგი წინაპირობაა. „მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები,...
მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას. „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ეს პროვოკაციები, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ამბროლაურის, ონის ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში. „ჩვენ ყველამ ერთდ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნებში, 31 ოქტომბერს, ყველანი გავიმარჯვებთ....
  ჩვენი მიზანია ქართველი გლეხი გაძლიერდეს, გახდეს ფერმერი, რომელიც იქნება ძლიერი და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გარდა იმისა, რომ საკუთარ ოჯახს არჩენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ონის სისტემური ინფრასტრუქტურა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული იყო და ამის გამოსასწორებლად შრომა მოუწევთ. ,,ჩვენ ბევრი შეგვიძლია...
აჭარაში დაწესებული რეგულაციები მომდევნო კვირიდან მოიხსნება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც არსებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის საშუალებას იძლევა. მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება. “ვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების ახალი გამოვლენილი შემთხვევებიც, სადაც გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ყოველდღიურად. დღეს უკვე გვყავს 250 გამოჯანმრთელებული. ჯამში, აჭარაში გვყავს...
ჩვენი ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად წარიმართოს არჩევნები და ვცდილობთ ეს გავაკეთოთ, თუმცა, საარჩევნო შტაბის 30 000 თანამშრომელია რეგიონების მიხედვით, ვიღაცას შეიძლება უმტყუნა ნერვებმა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. როგორც მან განმარტა, ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება რეალურად ძალადობის პრევენციისთვის გაკეთდა, რადგან ხელისუფლების ვალდებულებაა არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩაატაროს, თუმცა ამას ხელს ოპონენტები უშლიან. "ძალიან მარტივია და არ სჭირდება ამას დიდი...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარჯი 1-დან 21 სექტემბრის ჩათვლით, 4 305 178 ლარს შეადგენს, საიდანაც პარტიამ მხოლოდ რეკლამაში 3 197 851 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.  როგორც პარტიის მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, რეკლამის ხარჯებიდან „ქართულმა ოცნებამ“ 1 067 461 ლარი სატელევიზიო რეკლამაში დახარჯა, 32 750.2 ლარი ბეჭდვურ რეკლამაში, ინტერნეტ რეკლამისთვის 267 797 ლარი გაიღო, გარე რეკლამისთვის 1 649...
ოპოზიციური პარტიებიდან, პირველიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში ყველაზე მეტი - 913 272 ლარი „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დახარჯა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, საარჩევნო ბანერებსა და სხვა სახის რეკლამაში გადახდილი თანხის მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემდეგ მოდის, „ევროპული საქართველო“, მან 593 905 ლარი დახარჯა. „ლელო საქართველოსთვის“ რეკლამაში 408 765 ლარი აქვს გადახდილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 188 068 ლარი. რაც შეეხება რეკლამაში...
„ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართული კულტურა უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საქართველოს იდენტობის, ამიტომ კულტურის ეკონომიკა უნდა შემოვიტანოთ, როგორც მცნება და ვიზრუნოთ მისი ექსპორტის განხორციელებაზე. “ქართული კულტურა არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი იდენტობის. ქართული კულტურის ეკონომიკა უნდა შემოვიტანოთ როგორც მცნება და ვიზრუნოთ მისი ექსპორტის განხორციელებაზე,”- აღნიშნა ხაზარაძემ. “ლელოს“ ხედვით კულტურის სამინისტრო უნდა დაკომპლექტდეს ცალკე, თანამედროვე მენეჯმენტით და მოხდეს მთელი კულტურის გადაყვანა ისეთ მოდელზე, სადაც მათ...
„ევროპული საქართველოს“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრები მედიისთვის დახურულია. ინფორმციას რადიო მარნეული ავრცელებს. „ევროპული საქართველოს“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ შეხვედრებზე სურათებსაც კი არ იღებენ. „ჩვენს შეხვედრებზე სურათებსაც კი არ ვიღებთ, არ გვინდა რომ ჩენი მოსახლეობა „ქართულმა ოცნებამ“ დააშინოს, რადგან წინა წლებში ამის გამოცდილება უკვე გვქონდა“ - განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა იმამკულიევის განმარტებით, პარტია წინასაარჩევნო...
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში საფიჩხიის მუნიციპალიტეტის ევდოშვილის, ნეკრასოვის, ბაგრატიონის ქუჩებისა და ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ხარებავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგების გაცნობის შემდეგ, მოისმინა მოქალაქეების პრობლემები, პოლიტიკური შეხედულებები, შენიშვნები, რჩევები. ისაუბრა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ქუთაისში განათლების, კულტურის, მედიცინის ხელშეწყობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის სურვილზე...
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ, ბათუმის მოსახლეობას პარტიის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოში, არმაზ ახვლედიანი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ კალოიანი წარუდგინეს. ვახტანგ კალოიანის თქმით, დღეს ქვეყანაში საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის, ეკონომიკური, პოლიტიკური და სისტემური გაძლიერება, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები 31 ოქტომბრის არჩევნებზე. „ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა „ევროპული საქართველოს“ სახელით ვიბრძოლო ბათუმის წარმომადგენლობისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში. ჩვენ ვართ...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების და ადგილობრივი თვითმმართველობების მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობა. "კოვიდ-19"-ის გამოვლენიდან მის ბოლო ეტაპამდე არსებულ ციკლში თითოეული...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის მიერ დანიშნული ავტობუსი 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებს და იმ მგზავრებს, რომლებიც ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე, ან უკუმიმართულებით გადაადგილდებიან, უფასოდ გადაიყვანს. „ავტობუსი გადაადგილებას წყნეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, ჩოლოყაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით, უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული მარშრუტი განკუთვნილია მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაგების დასახლების დასაკავშირებლად. შესაბამისად,...
წინა სტატია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც სოფლის შესასვლელში დილიდან კარვებია მოწყობილი და მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება. პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით იგეგმება ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება. პარალელურად ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობს. სოფელ ერისიმედში covid 19 რამდენიმე დღის წინ 58 წლის ქალს დაუფიქსირდა. ინფიცირების სავარაუდო წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.
აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგვისტოში გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4 - ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი 2- ზოლიან გზაზე მოძრაობდა. მათივე ინფორმაციით, 1.5 კმ-იან მონაკვეთზე არსებული ხიდის მშენებლობა უკვე დასრულდა და 13-ვე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 ზოლიან გზაზე სრულად გაიხსნა. „ხაშურის...
"ჯივიპი“ 2020 წელს დაგეგმილი სარეაბლიტაციო პროექტების ფარგლებში, 21 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს ანახლებს. როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე აცხადებს, ამჟამად წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჟვანია-შატბერაშვილის, არჩილ მეფის, ჩარგლის ქუჩებზე, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონსა და სოფელ დიღომში, "იმისათვის, რომ ჩვენი აბონენტები მუდმივად უზრუნველვყოთ სტაბილური წყალმომარაგებით, ვაგრძელებთ ახალ სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას თბილისის სხვადასხვა რაიონში. სარეაბილიტაციო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ