სოფელ ერისიმედში მოსახლეობის თერმოსკრინინგის და ტესტირებისთვის კარვები მოეწყო

389

წინა სტატია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც სოფლის შესასვლელში დილიდან კარვებია მოწყობილი და მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება.

პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით იგეგმება ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება.

პარალელურად ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობს.

სოფელ ერისიმედში covid 19 რამდენიმე დღის წინ 58 წლის ქალს დაუფიქსირდა. ინფიცირების სავარაუდო წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.