„ევროპული საქართველოს“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრები მედიისთვის დახურულია. ინფორმციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ შეხვედრებზე სურათებსაც კი არ იღებენ.
„ჩვენს შეხვედრებზე სურათებსაც კი არ ვიღებთ, არ გვინდა რომ ჩენი მოსახლეობა „ქართულმა ოცნებამ“ დააშინოს, რადგან წინა წლებში ამის გამოცდილება უკვე გვქონდა“ – განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა
იმამკულიევის განმარტებით, პარტია წინასაარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან ყოველკვირეულად ატარებს. შეხვედრების ადგილისა და დროის დამალვის გამო, რადიო „მარნეულს“ არ ეძლევა შესაძლებლობა დააკვირდეს, თუ როგორ ფორმატში ატარებს იმამკულიევი წინასაარჩევნო კამპანიას, ესწრებიან თუ არა ქალები მის შეხვედრებს და იცავენ თუ არა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს.