პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" წყალწაღებულია და ცდილობს ხავსს მოეჭიდოს.
როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, მმართველ გუნდს ხელისუფლებაში ყოფნის 3 კვირაზე ნაკლები აქვს დარჩენილი.
"კარგად ვხედავთ, რა ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, როგორ უსწორდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონებში. ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ ამომრჩეველს გადაწყვეტილი აქვს მიღებული, ამ გადაწყვეტილებას 31 ოქტომბერს გააფორმებს. ის რასაც ვხედავთ, არის წყალწაღებული...
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ადგილობრივ ხელისუფლებას მიწისქვეშა გადასასველელების დროულ მოწესრიგებას სთხოვს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
მისი განცხადებით, ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი ადგილობრივმა თვითმმარველობამ 10 წლით იჯარით გასცა, თუმცა, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული როდის უნდა დაიწყოს ობიექტის მოწესრიგება.
"მიუხედავად ყოველწლიური დაპირებისა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ და არ მოაწესრიგა ქალაქისათვის ასეთი მნიშვნელოვანი სახის ინფრასტრუქტურა. 10 წლით არის იჯარით...
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისსა და ბათუმში სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა პანდემიას, ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე მინიმალური ზიანი ჰქონდეს.
„პრემიერმინისტრის ძლიერი ლიდერობით ხელისუფლება მუშაობს კორონავირუსის წინააღმდეგ ყოველდღიურ რეჟიმში. დღესაც გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. მატება არის, როგორც მთელი ევროპის მასშტაბით. საქართველო არის ამ გლობალური გამოწვევის წინაშე და რა თქმა უნდა, ჩვენ მსოფლიოსგან სრულად...
ქუთაისის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ კვიცარიძეს გუშინ ცხელების სიმპტომები ჰქონდა, დღეს კი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტით ვირუსი დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ 150 ადამიანს დაუდასტურდა.
საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, თბილისში რამდენიმე ბაღი დროებით დაიხურა.
კერძოდ, 12 ოქტომბრის შემდეგ, სასწავლო პროცესი შეწყდა თბილისის #4 საბავშვო ბაღში. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ორი კვირით შეაჩერა მუშაობა თბილისის 93-ე ბაგა-ბაღმაც. ბაღის ინფორმაციით, სპეცპედაგოგს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ეს არ გვაძლევს პანიკის საფუძველს, რადგან ექვსი ოქტომბრიდან პედაგოგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ტემპერატურის გამოვლენის (06.10) შემდეგ არ ყოფილა ბაღში, ასევე არ ყოფილა არც გახსნის...
მარნეულის 14 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ ოთხში, ქალაქ მარნეულის მესამე საბავშვო ბაღში, ალგეთის ბაღში, საიმერლოს ბაღში და სადახლოს ბაღში, მიმდინარეობს. დარჩენილი 10 საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ ელექტრო ღუმელს ელოდება, რათა სააღმზრდელო პროცესი დაიწყოს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარიმოვმა განაცხადა, რომ მარნეულის 10 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს აღდგება.
„შესყიდვა ბოლო ეტაპზეა, ხელშეკრულების დადება მიმდინარეობს....
„ლელოს“ ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართა და 8 ოქტომბერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, გაგზავნილი წერილის შესახებ ისაუბრა.
აღნიშნული წერილით ცენტრი ატყობინებდა დაწესებულებებს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შემოღებულია სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდული ე.წ. „სისტემის მომხმარებლები“, რომელიც განთავსებულია ცენტრის შესაბამის პორტალზე.
სურგულაძის თქმით, აღნიშნული სისტემის დანერგვა მოითხოვს...
წინა სტატია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის ძიუდოს სპორტული დარბაზის მშენებლობის, დარჩენილი სამუშოების შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერი მეოთხე ცდაზე შედგა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ, „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“-მ მიიღო, რომელმაც მერიას აამუშაოების განხორციელება 404 350 ლარად შესთავაზა. ის ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 105 კალენდარულ დღეში შეასრულოს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
თვეებია, რაც მარნეულის მერია სოფელ თამარისში ძიუდოს სპორტული დარბაზის...
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბრიდან განახლდება. თუმცა რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოების გამო აღსაზრდელებს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გაავრცელა.
"ძვირფასო მშობლებო, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრში, 2020-2021 სასწავლო - სააღმზრდელო წელი დაიწყება 15 ოქტომბერს. სასწავლო პროცესი ვერ განახლდება იმ ბაგა-ბაღებში, რომლებშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ესენია: გორის N3,...
გორის კულტურისა და დასვენების პარკ "ახალბაღში" ატრაქციონების მონტაჟი დაიწყო. ამ დროისთვის პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ახალი ატრაქციონი დგას, რომლიც აწყობაც ამჟამად მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"ახალბაღისთვის" ახალი ატრაქციონების შეძენა გასულ წელს დაანონსდა და შესაბამისი ტენდერიც გამოცხადდა. როგორც გორის მერიაში ამბობენ, ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
ატრაქციონების შეძენისა და მონტაჟის ჯამური ღირებულება 800 000 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ინფორმაციისთვის,...
წინა სტატია
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, უბნებზე გადასატან ყუთში შესაყვანი პირების სია დაზუსტებული არ არის. როგორც მესხმა აღნიშნა, სიების დაკომპლექტების ბოლო ვადა 28 ოქტომბერია, შესაბამისად, მანამდე საუბნო საარჩევნო კომისიები ყველა განცხადებას განიხილავენ და გადაამოწმებენ.
"კენჭისყრის დღემდე სამი დღით ადრე წყდება მომართვიანობა გადასატანი ყუთების სიებთან დაკავშირებით , უბნები ეტაპობრივად ამოწმებენ ამ ხალხს და ბოლოს დააზუსტებენ. ახლა რაც...
შემდეგი სტატია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საოლქო კომისიისგან გადასატანი ყუთების სიების გადამოწმებას ითხოვს. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, აღნიშნული სიები ისეთი ადამიანებით დაკომპლექტდა, რომლებსაც ჯანმრთელობისა და გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
გარდა ამისა, მისივე მტკიცებით კომისიის თავმჯდომარეები სიებს "ქართული ოცნების" აქტივისტებით აკომპლექტებენ. ასევე, ის ამბობს, რომ ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი პირის მონაცემებია შეტანილი.
"საქართველოს...
წყლის პრობლემა გურჯაანში - უკვე სამი თვეა ქალაქს წყალი დღეში რამდენიმე საათით და ისიც მცირე რაოდენობით მიეწოდება.
წყლის გრაფიკის ასეთმა ცვლილებამ გურჯაანელების უკმაყოფილება გამოიწვია. გურჯაანელების პრეტენზიას დღეს კახეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში უპასუხეს. თემაზე სიუჟეტი გურჯაანის ტელევიზიამ გაავრცელა.
გურჯაანში "ლელო-საქართველოში" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადის სააგიტაციო მასალა კიდევ დააზიანეს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გურჯაანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, წუხელ, 13 ოქტომბერს იგი კარდენახიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც შენიშნა, რომ თავისუფლების ქუჩაზე დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები დაზიანებული იყო, გარეგანათება კი გამორთული.
გიორგი ედიშერაშვილი აცხადებს, რომ მან ორი პიროვნება შენიშნა ,ვინც სააგიტაციო მასალას ანადგურებდა. ასევე დაინახა, რომ ისინი გურჯაანის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ვალერი შოშიაშვილის ავტომანქანაში...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მუშაობის ანგარიში დადებითად შეაფასა. ანგარიშში კომისიის ბოლო ერთი წლის მუშობაა ასახული. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
„კომისიის ჩართულობით, ბიუჯეტის პროგრამულობის მხრივ, 2020 წლის ბიუჯეტში გარკვეული პროგრესი გვაქვს“, – აღნიშნულია კომისიის ანგარიშში.
კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი განმარტავს, რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესში ყველა მუნიციპალურ ა(ა)იპს მოსთხოვეს მათთვის განსაზღვრული თანხების შესაბამისად განსახორციელებელი აქტივობების მიზნებისა და და ამოცანების დაკონკრეტება.
„ბიუჯეტიდან სუბსიდიით...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი პროექტი განახორციელა - ისნის რაიონში მდებარე N156 ბაგა-ბაღის ეზოში რაგბის პირველი მინისტადიონი მოეწყო.
ახალი სტადიონი სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ გახსნა. ღონისძიებას რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.
„უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ ისნის რაიონის N156-ე ბაღში - საქართველოს მასშტაბით პირველად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტერიტორიაზე რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო. ეს პროექტი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































