“ახალბაღში” ახალი ატრაქციონების მონტაჟი დაიწყო

888

გორის კულტურისა და დასვენების პარკ “ახალბაღში” ატრაქციონების მონტაჟი დაიწყო. ამ დროისთვის პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ახალი ატრაქციონი დგას, რომლიც აწყობაც ამჟამად მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ახალბაღისთვის” ახალი ატრაქციონების შეძენა გასულ წელს დაანონსდა და შესაბამისი ტენდერიც გამოცხადდა. როგორც გორის მერიაში ამბობენ, ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

ატრაქციონების შეძენისა და მონტაჟის ჯამური ღირებულება 800 000 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ინფორმაციისთვის, ახალი ატრაქციონების მონტაჟის გამო, დაგეგმილია “ახალბაღის” სრული რეაბილიტაციაც.