“ლეიბორისტული პარტია” ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწსერიგებას ითხოვს

412
“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ადგილობრივ ხელისუფლებას მიწისქვეშა გადასასველელების დროულ მოწესრიგებას სთხოვს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

მისი განცხადებით, ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი  ადგილობრივმა თვითმმარველობამ 10 წლით იჯარით გასცა, თუმცა, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული როდის უნდა დაიწყოს ობიექტის მოწესრიგება.

“მიუხედავად ყოველწლიური დაპირებისა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ და არ მოაწესრიგა ქალაქისათვის ასეთი მნიშვნელოვანი სახის ინფრასტრუქტურა. 10 წლით არის იჯარით გაცემული და მათი ლოგიკით გამოდის რომ კერძო პირს შეუძლია მე-9 ან მე-10 წელს დაიწყოს მოწესრიგება. ამ ხელშეკრულებით ქალაქში ვიღებთ ერთ დაკონსერვებულ ინფრასტურტურას,”- განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ქუთაისის საკრებულომ ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი იჯარის წესით გაასხვისა.

ტერიტორია 2040 წალმდე დიმიტრი ალავიძეს გადაეცა. ის ვალდებულია უზრუნველყოს გადასასვლელის შეუზღუდავი ფუნქციონირება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ასევე უზრუნველყოს სანიტარული ნორმების სრული დაცვა, მიწისქვეშა გადასასვლელში დაამონტაჟოს განათება და ვიდეო-კამერები.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია მოქალაქეს საშეღავათო პერიოდით გადაეცა, რაც უახლოესი 1 ან 2 წლით მას გადასახადისგან ათავისუფლებს.

მიწისქვეშა გადასასვლელზე იჯარის უფლება პირველად 2010 წლის 2 ივნისს, აკაკი კუხალაშვილზე გაიცა. ვალდებულბების შეუსრულებლობის გამო მერიამ 2016 წლის 25 ივლისს მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.