წყლის პრობლემა გურჯაანში – უკვე სამი თვეა ქალაქს წყალი დღეში რამდენიმე საათით და ისიც მცირე რაოდენობით მიეწოდება.
წყლის გრაფიკის ასეთმა ცვლილებამ გურჯაანელების უკმაყოფილება გამოიწვია. გურჯაანელების პრეტენზიას დღეს კახეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში უპასუხეს. თემაზე სიუჟეტი გურჯაანის ტელევიზიამ გაავრცელა.