ქუთაისის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

486

ქუთაისის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ კვიცარიძეს გუშინ ცხელების სიმპტომები ჰქონდა, დღეს კი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტით ვირუსი დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ 150 ადამიანს დაუდასტურდა.