გურჯაანში პარტია ,,ლელო“ პლაკატების დაზიანებაში ,,ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს

357

გურჯაანში “ლელო-საქართველოში” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადის სააგიტაციო მასალა კიდევ დააზიანეს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

გურჯაანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, წუხელ, 13 ოქტომბერს იგი კარდენახიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც შენიშნა, რომ თავისუფლების ქუჩაზე დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები დაზიანებული იყო, გარეგანათება კი გამორთული.

გიორგი ედიშერაშვილი აცხადებს, რომ მან ორი პიროვნება შენიშნა ,ვინც სააგიტაციო მასალას ანადგურებდა. ასევე დაინახა, რომ ისინი გურჯაანის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ვალერი შოშიაშვილის ავტომანქანაში ისხდნენ.

ვალერი შოშიაშვილმა სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ არასერიოზულ საკითხებზე საუბარი არ სურს. რაც შეეხება სერგი შახნაზაროვს, ის სამუშაო საათებში სამსახურში არ დაგვხვდა, ტელეფონი კი გამორთული ჰქონდა.