შვიდწლიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, გელათის მონასტერი კვლავ საფრთხეშია, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
მისი თქმით, დაზიანებული სახურავის გამო მე-12 საუკუნის ფრესკები ზიანდება, ახლა კი სახურავის ნაწილს დროებით, თუნუქის ფირფიტებით ხურავენ, რაც პრობლემას მეტად გაამწვავებს.
გიგა შუშანიას თქმით, ის რაც ტაძარში ხდება, დანაშაულია, რადგან "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებმა მილიონობით ლარი მოიპარეს, რასაც ტაძარი ეწირება. შუშანია ყველა...
"ამ თანამდებობის პირს შეეშალა ბევრი მიმართულებით,“ - ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ჟურნალისტის გინების ფაქტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აფასებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რომ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში უკვე იმსჯელეს, თუმცა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მერის მისაღებია. ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა, არჩილ თალაკვაძე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ეს მიუღებელია და ყოველთვის ასე იქნება.
"ქართულ ოცნებაში“ მერის მხრიდან უკანონო მშენებლობის საკითხსაც გამოეხმაურა...
"გირჩის" ლიდერის და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს ვისაც უნდა, ისეთ აქციას ჩაატარებს. მისივე თქმით, აქციაზე მისვლა არა პარტიის, არამედ პიროვნების პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
"გინდ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს და გინდ სხვა, პარტიამ თქვა ასეთი ღონისძიება მაქვს, ვინც გინდათ მოდით და მოვიდნენ. როგორც უნდა, ისე მივიდნენ და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. საარჩევნო...
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგია და პარტიის მყარი პოზიციაა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდეს.
„ევროპული საქართველოს“ ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა, ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და რომ ჩვენ, საზოგადოებას არ გვაქვს იმის მოთმინების უნარი კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ ამ მთავრობას. მითუმეტეს, გადადებული არჩევნების პირობებში გაურკვეველი ვადით კიდევ ველოდოთ,...
წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ზესტაფონში დაგეგმილ წყალმომარგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მოხმარდება.
დღეის მდგომარეობით ზესტაფონში არსებული მაგისტრალური მილი ამორტიზებულია და ინფრასტრუქტურის განახლებას საჭიროებს. მოსახლოება კი ჭებით სარგებლობს და ქალაქის ძირითად ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების,სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა....
ახალგაზრდობის სააგენტო, მისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალაგზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით ოთხ მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ბორჯომის მუნიციპალიტეტი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
დღეს, 16 ოქტომბერს, სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, მიმართულების კოორდინატორთან და მოწვეულ ექსპერთან, ასევე APD დირექტორთან, მაკა სართანიასთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ზაალიშვილს და ახალგაზრუდლ საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებს...
ახალციხის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის ჯგუფი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადაიყვენეს, რაც ერთ–ერთი ბავშვის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბაგა-ბაღში, სადაც 10 ჯგუფია, ერთი ჯგუფისთვის სასწავლო პროცესი 16 ოქტომბერს შეჩერდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბავშვის ანალიზების პასუხის გაგების შემდეგ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედებენ.
„ჩვენ გავატარეთ ყველა პრევენციული ღონისძიება. საშიში არაფერია, თუმცა, მეტი პრევენციისთვის მაინც ვამჯობინეთ იზოლაციაში გადაგვეყვანა ჯგუფი....
უახლოეს 4 წელიწადში, სრულად იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული პრიორიტეტი დაეთმობა სკოლებისა და ბაღების მშენებლობას”,-ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ბოლო წლებში წალენჯიხაში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გარეგანათება, აშენდა სკოლები და ბაღები.
“ წალენჯიხაში გამოწვევა რჩება. ჩვენ...
აჭარის მთავრობის სახლთან მოშიმშილე მოქალაქეების აქციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად საკითხზე მუშაობს.
"ჩვენ ოპერატიულად 200-ზე მეტ მოქალაქეს შევხვდით. 958 განაცხადი ერთიან რეესტრში გვაქვს მოქცეული. საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მივმართეთ, იმ მანდატის ფარგლებში, რაც აჭარის მთავრობას აქვს. იცით, რომ ეს იმდენად სისტემური პრობლემაა, ერთ და ორ დღეში ვერ წყდება, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ...
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბათუმში პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რამაც ლოჯისტიკაში პრობლემები შექმნა, ბევრ მათგანს არ ეკეთა პირბადე, შესაბამისად, რთული აღმოჩნდა მათი კონტროლი.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალში დაგეგმილი აქციები ბევრად უფრო ორგანიზებული იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები მზად იყვნენ ბათუმში, ჩვენ ნამდვილად არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს. თერმოსკირნინგის აპარატები იყო, ასევე...
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 18 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას. ჩატარებული სამუშაოები შედეგად სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
უწყების ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულებაც...
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად აღმაშენებელის გამზირიდან სამტრედიის ქუჩამდე მარში მოაწყო.
როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მარშის მიზანია დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას გააგებინონ, რომ გამარჯვებისა და მომავლის განწყობა აქვთ.
„ჩვენი მარში არის სიმბოლო იმისა, რომ დიდუბე-ჩუღურუთის მოსახლეობას გავაგებინოთ, რომ ჩვენ გვაქვს განწობა გამაჯვებისთვის, ჩვენ ვართ მართალი ძალა, ჩვენთან არის საქართველოს მომავალი და განწყობა, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს განსხვავებული. მარში არის ერთ-ერთი გზა, რისი...
სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, უკლებლივ ყველა სფეროში, უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სამეგრელოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც აქვს შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად, ყველა პრობლემა მოაგვაროს, სწორედ "ქართული ოცნებაა“.
“სამეგრელო ჩვენი ქვეყნის ულამაზესი და ჩემთვის ერთ-ერთი...
„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს გაოცებას, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
რიჟვაძის შეფასებით, ეპიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ბათუმს „ზურგში დანა ჩაარტყეს“.
„ჩვენს გაოცებას ყოველდღიურად ახერხებენ, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა, ამას ვიტყვი პირდაპირ. ის, რომ ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს, მათ...
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არჩევნების გადადებაზე მესიჯები ნიშნავს სრულ კაპიტულაციას ოპოზიციის მხრიდან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ისინი ხედავენ, რომ რეალურად, არავითარი შანსები არ აქვთ იმისა, რომ წარმატებას მიაღწიონ ამ არჩევნებში, შესაბამისად, ორი კვირით ადრე მათ უკვე გამოაცხადეს პრაქტიკული საარჩევნო კაპიტულაცია. ეს სხვა არაფერი არ არის. რაც შეეხება არჩევნების გადადებას, ამის საფუძველი არ არსებობს. როცა...
კონსტიტუციური უფლება გვაქვს, რომ შევიკრიბოთ, ხელისუფლებასა და ინფექციონისტებს თუ მიაჩნიათ, რომ ასეთი შეკრებები ხელს შეუწყობს პანდემიის გავრცელებას, მაშინ ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა უბრალოდ შეკრებების შეზღუდვაზე, არამედ არჩევნების გადადებაზე, – ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე აცხადებს.
„ფართომასშტაბიანი შეხვედრები თუ შეიცავს საფრთხეს, მაშინ საარჩევნო პროცესი მთლიანად შეიცავს ჯანმრთელობისთვის საფრთხეს. ჩვენ ამაზე თუ შევთანხმდებით და ვიტყვით, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































