დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად აღმაშენებელის გამზირიდან სამტრედიის ქუჩამდე მარში მოაწყო.
როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მარშის მიზანია დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას გააგებინონ, რომ გამარჯვებისა და მომავლის განწყობა აქვთ.
„ჩვენი მარში არის სიმბოლო იმისა, რომ დიდუბე-ჩუღურუთის მოსახლეობას გავაგებინოთ, რომ ჩვენ გვაქვს განწობა გამაჯვებისთვის, ჩვენ ვართ მართალი ძალა, ჩვენთან არის საქართველოს მომავალი და განწყობა, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს განსხვავებული. მარში არის ერთ-ერთი გზა, რისი მეშვეობითაც ვეცდებით ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ჩუღურეთისა და დიდუბის თითოეული მცხოვრებელს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.