შვიდწლიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, გელათის მონასტერი კვლავ საფრთხეშია, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
მისი თქმით, დაზიანებული სახურავის გამო მე-12 საუკუნის ფრესკები ზიანდება, ახლა კი სახურავის ნაწილს დროებით, თუნუქის ფირფიტებით ხურავენ, რაც პრობლემას მეტად გაამწვავებს.
გიგა შუშანიას თქმით, ის რაც ტაძარში ხდება, დანაშაულია, რადგან “ქართული ოცნების” ჩინოვნიკებმა მილიონობით ლარი მოიპარეს, რასაც ტაძარი ეწირება. შუშანია ყველა უწყებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.