შემდეგი სტატია ბოლნისში, ავტომობილს, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები ისხდნენ ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის, გუჯა ჯაფარიძის განცხადებით, დაზიანებულია ლევან მიქელაძის მანქანა და მას ნატყვიართან ერთად მანქანის შეჯახების კვალიც ეტყობა. „შემთხვევა დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა. მარნეული-ბოლნისის შუა მონაკვეთში კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერს, ლევან მიქელაძეს ჯერ მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, რომ არ...
ქალაქ გურჯაანის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. „ამჯერად, ტენდერი გამოცხადდა ქალაქ გურჯაანის წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე. ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი და აპარატის სპეციალისტი (ხელშეკრულებით აყვანილი), თვითიზოლაციაში არიან. ორივე მათგანი მას შემდეგ გავიდა თვითიზოლაციაში, რაც მათ ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის, ნინო ბერიძის თქმით, ორივე პირი, საკრებულოში  გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციამდეც არ გამოცხადებულა.
რუსთავში მწყობრიდან გამოსული ლიფტების რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 მისამართზე, კერძოდ, მე-7, მე-12 და მე-17 მიკრორაიონებში უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. პირველ ეტაპზე, პროექტი სატესტო რეჟიმში, დაახლოებით 40 მისამართზე, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში მყოფ ლიფტებზე განხორციელდება, ახლო მომავალში კი ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და ქალაქის ადმინისტრაცილ საზღვრებში არსებულ კორპუსებს სრულად მოიცავს. პროექტი საზოგადოება "რუსთაველებისა" და ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსის" ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ბიზნესსექტორის...
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ნიჩბოსანთა კლუბის მშენებლობა დაიწყო. ახალი სპორტკომპლექსის აშენებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ტვ4 წერს. როგორც ცნობილი გახდა, სპორტკომპლექსის აშენება სავარაუდო, 2 თვეში დასრულდება. აღნიშნულ კლუბს საშუალება ექნება მომავალში საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს. შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილებით შ.პ.ს ნიჩბოსანთა კლუბს „რუსთაველებს“ რუსთავის პარკში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი 40 წლის ვადით გადაეცა შესაბამისი...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, მოქალაქეთა მიღება შეიზღუდა. თანამშრომლების დიდი ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე აცხადებს, მერიის თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობს. „მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მუნიციპალიტეტში შევძლოთ კოვიდ ინფექციის გავრცელების შეჩერება. ამ დროისთვის მერიაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის სანიტარული დამუშავება“, - აცხადებს ჩუბინიძე. არსებული ინფორმაციით, ტყიბულში კორონავირუსით 56 პირია ინფიცირებული, ხოლო 300-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაშია.
"ლეიბორისტული პარტიის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შშმ პირებს შეხვდა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.  როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შშმ პირთა ხელშემწყობი სერვისების შექმნა და გაუმჯობესება წარმოადგენს. ახალგაზრდა ლეიბორისტის თქმით, ქუთაისის მერად მისი არჩევის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებები მერიის მხრიდან გათვალისწინებული და შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებული იქნება. შშმ პირების პრობლემა...
ბაზარში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების მიუხედავად, ადგილობრივი მერია ამ ეტაპზე მის დახურვას არ აპირებს, - უთხრეს "ლაივპრესს" ზუგდიდის მერიაში. მათივე თქმით, ისინი კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურთან. მერიისვე განმარტებით, ბაზარში არსებული ის ობიექტები, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, დახურულია. ბაზრის ადმინისტრაცია კი ახდენს თანამშრომელთა თერმოსკრინინგს. "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხალხმრავალ ობიექტებზე აგრძელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. აგრარულ ბაზარს დეზინფექცია არაერთხელ ჩუტარდა....
„სანერვიულო არავის აქვს, როგორც დავპირდით ყველას დავუკმაყოფილებთ საცხოვრისს“, - ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკითხვას ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების მოთხოვნებთან დაკავშირებით. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააკვირდეს პროექტის და მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას. გუშინ, 18 ოქტომბერს ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლების ნაწილმა მთავრობის სახლთან  აქცია გამართა მოთხოვნით, რომ ბინები ყველა კატეგორიის ოჯახს გადაეცეს. პარალელურად მეორე აქცია მიმდინარეობდა "ოცნების...
აჭარის მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მოშიმშილეები შიმშილობას წყვეტენ. მათი განცხადებით, გუშინ გვიან ღამით მათ მთავრობის წარმომადგნლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა ამავდროულად განუცხადეს, რომ პრობლემა მასშტაბურია და მის მოგვარებას დრო სჭირდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  მთავრობის სახლის წინ სულ 10 პირი შიმშილობდა, ცხრამ პროტესტის დორებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ერთი კი შიმშილობას აგრძელებს. მოშიმშილეების განცხადებით, დამხარებას მთავრობის თავმჯდომარეც დაჰპირდა, თუმცა...
ლანჩხუთის მერთან შეხება არ მქონია, თუმცა PCR ტესტი მაინც გავიკეთე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პრაიმტაიმნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შეგახსენებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ 3 დღის წინ „ქართულმა ოცნების“ ლიდერებმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ამომრჩეველს წარუდგინეს. წარდგენაზე იმყოფებოდა „ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანიც, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა.
არჩევნები ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს ჩავატაროთ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კორონა პანდემიასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სამართლებრივად ეს შეთავაზება რთული და თითქმის შეუძლებელია, რადგან კონსტიტუციურ ვადებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ვერ მოესწრება, ასევე ვერ მოესწრება კონსტიტუციური ცვლილების მიღება, მაგრამ პოლიტიკური პარტია ფიქრობს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება...
კორონავირუსის პერიოდში ბანკების ვალის გამო ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდა, 10 ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილები და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკისა და შიმშილის პირას დარჩა. ამ დროს ქვეყნაში არიან ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების მფარველობით, პანდემიის პირობებშიც, ხელს ითბობენ და ახერხებენ გამდიდრებას,- ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა. მან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ სავარაუდოდ...
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. მისივე თქმით, ფორსმაჟორული სიტუაცია რისკს ქმნის, რომ კომისიების დაკომპლექტება არაკვალიფიციური და მიკერძოებული პირებით მოხდება. ამავდროულად, თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან მიმართებაში არსებობს პრობლემები, რომელიც მათი მონაწილეობის შანსს არჩევნებში ამცირებს. „ზოგადად, კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამოდენიმე პრობლემა აქვს. პირველი, ის, რომ მართლაც ფორსმაჟორულ...
"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა 30 დღიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, რომელსაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეასრულებს. ვაშაძის შეფასებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გეგმა, რომელიც საქართველის თითოეულ მოქალაქეს მისცემს რეალურ შანსს არჩევანი გააკეთოს ,,ფულის მკეთებელთა და საქმის მკეთებელ გუნდს შორის.“ „დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გეგმა წარმოვადგინეთ. საქართველის თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი გააკეთოს - ,“ფულის მკეთებელთა“ გუნდი აგრძელებს ქვეყნის მართვას თუ საქმის მკეთებლები მოვდივართ...
გელათის ღვითსმშობლის შობის სახელობის ტაძარზე სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში დროებითი გადახურვების მოწყობა ბოლო დღეების განმავლობაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავარ ტაძარზე პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, თუნუქის საბურველით უკვე დაიხურა სხვადასხვა არქტიტექტურული სეგმენტები, სადაც დროებითი სახურავის ახლად დამზადებული კრამიტით ჩანაცვლება მომავალი წლიდან დაიწყება. ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე (ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, ნართექსსა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ