რუსთავში ლიფტების რეაბილიტაცია დაიწყო

921

რუსთავში მწყობრიდან გამოსული ლიფტების რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 მისამართზე, კერძოდ, მე-7, მე-12 და მე-17 მიკრორაიონებში უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

პირველ ეტაპზე, პროექტი სატესტო რეჟიმში, დაახლოებით 40 მისამართზე, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში მყოფ ლიფტებზე განხორციელდება, ახლო მომავალში კი ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და ქალაქის ადმინისტრაცილ საზღვრებში არსებულ კორპუსებს სრულად მოიცავს.

პროექტი საზოგადოება “რუსთაველებისა” და ა(ა)იპ “რუსთავის კორპუსის” ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

ახლადრეაბილიტირებულ ლიფტებში მოსახლეობა, სავარაუდოდ, გადახდის თანამედროვე სისტემით ისარგებლებს, თუმცა, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. პროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ გადახდის თანამედროვე სისტემის მოდელზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მოსახლეობა ლიფტებში საბარათე სისტემით იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ამასთან დაკავშირებით მზაობა მათი მხრიდან იქნება.

რუსთაველებისთვის გაუმართავი ან მწყობრიდან საერთოდ გამოსული ლიფტების პრობლემა უკვე წლებია მწვავედ დგას. “ინფო რუსთავს” ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა კორპუსიდან აქტიურად უკავშირდებოდნენ აღნიშნული პრობლემის გაშუქების თხოვნით.