„სანერვიულო არავის აქვს, როგორც დავპირდით ყველას დავუკმაყოფილებთ საცხოვრისს“, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკითხვას ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების მოთხოვნებთან დაკავშირებით. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააკვირდეს პროექტის და მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას.
გუშინ, 18 ოქტომბერს ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლების ნაწილმა მთავრობის სახლთან აქცია გამართა მოთხოვნით, რომ ბინები ყველა კატეგორიის ოჯახს გადაეცეს.
პარალელურად მეორე აქცია მიმდინარეობდა “ოცნების ქალაქში”, სადაც შეკრებილები აცხადებდნენ, მშენებლობა არ შეჩერებულა და პროტესტის საჭიროებას ვერ ხედავენ.