რუსთავში ნიჩბოსანთა კლუბის მშენებლობა დაიწყო

429

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ნიჩბოსანთა კლუბის მშენებლობა დაიწყო. ახალი სპორტკომპლექსის აშენებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ტვ4 წერს.

როგორც ცნობილი გახდა, სპორტკომპლექსის აშენება სავარაუდო, 2 თვეში დასრულდება. აღნიშნულ კლუბს საშუალება ექნება მომავალში საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს.

შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილებით შ.პ.ს ნიჩბოსანთა კლუბს „რუსთაველებს“ რუსთავის პარკში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი 40 წლის ვადით გადაეცა შესაბამისი ვალდებულებებით. ნიჩბოსანთა კლუბი „რუსთაველები“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სანაოსნო-სანიჩბოსნო ინფრასტრუქტურას მოაწყობს.