ტყიბულის მერიაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, მოქალაქეთა მიღება შეიზღუდა, თანამშრომელთა ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

354

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, მოქალაქეთა მიღება შეიზღუდა. თანამშრომლების დიდი ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე აცხადებს, მერიის თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მუნიციპალიტეტში შევძლოთ კოვიდ ინფექციის გავრცელების შეჩერება. ამ დროისთვის მერიაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის სანიტარული დამუშავება“, – აცხადებს ჩუბინიძე.

არსებული ინფორმაციით, ტყიბულში კორონავირუსით 56 პირია ინფიცირებული, ხოლო 300-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაშია.