არჩევნები ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს ჩავატაროთ, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კორონა პანდემიასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივად ეს შეთავაზება რთული და თითქმის შეუძლებელია, რადგან კონსტიტუციურ ვადებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ვერ მოესწრება, ასევე ვერ მოესწრება კონსტიტუციური ცვლილების მიღება, მაგრამ პოლიტიკური პარტია ფიქრობს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გაცილებით მნიშვნელოვანია.