წინა სტატია
ოპოზიცია ცესკოს 45-ე დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებში სტაციონარში და თვითიზოლაციაში მყოფი პირები ხმას გადასატანი ყუთების მეშვეობით მისცემენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"ეს არის არაკონტროლირებადი სქემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და თქვას, იზოლაციაშია, ახველებს, ან სიცხე აქვს და მოითხოვოს ყუთის მიტანა, რაც იძლევა საშუალებას მანიპულაციების, რაც ყოვლად მიუღებელია. აქედან გამომდინარე შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება 45-ე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად თავს...
ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წევრის ავტომობილი დააზიანეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, დაზიანებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილი, ჩამსხვრეულია მანქანის მინები.
პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ.
„ჩვენი აქტივისტის ავტომობილია. დილით ნახა, რომ ჩამსხვრეულია მინები, ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება პოლიტიკურ აქტიურობას. თბილისში ვიყავით აქციაზე და გუშინ ასეთი რამ მოხდა“, - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, დაწყებულია მოკვლევა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი ავტობუსები წარუდგინა. როგორც კალაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსები თბილისის მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება.
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქში შემოყვანილია BMC-ის მარკის 12-მეტრიანი 126 ერთეული ავტობუსი.
„ძალიან ხშირად ისმის ბრალდებები ამ რეფორმის ფარგლებში რატომ არ მოხდა ჯერ ავტობუსების შემოყვანა და მერე სხვა პროექტები. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, დრო არის ძალიან ცოტა. ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, თვეები და ამ...
მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს.
შესაბამისი განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.
„მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომაროება მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში,...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება.
ამასთან, მეზვრიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაშია მკაცრად რეკომენდირებული გარე სივრცეში პირბადის გაკეთება.
„გარე სივრცეში იგულისხმება ყველაფერი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. ამას გააკონტროლებს პოლიცია და შრომის ინსპექცია. თუ ვდგავართ 5 ადამიანი და დისტანციას ვერ ვიცავთ, ან არ არის ამის საშუალება, მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გვეკეთოს. სასურველია პირბადე ეკეთოთ...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში, ჯამში, კორონავირუსის გამოსავლენი 700 ათასამდე ტესტია.
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ტესტების შესყიდვა კიდევ მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე მარაგში არის ნახევარი მილიონი PCR ტესტი. ასევე ჩვენ გვაქვს ანტიგენის და ანტისხეულების ტესტები, რომლის რაოდენობაც, თუ არ ვცდები, არის 200 ათასამდე. დამატებითი შესყიდვები კვლავ მიმდინარეობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" რეგიონებში საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს აგრძელებს.
მათი ცნობით, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამების მიმართულებებზე ისაუბრეს დღეს, თელავში გამართულ შეხვედრისას, სადაც საარჩევნო სიის წევრებმა საზოგადოებას პარტიის ხედვები და 2020-2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.
საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, რეგიონული განვითარების მიმართულებებზე, საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა.
„განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მომდევნო წლებში ჩვენი გუნდი გააგრძელებს...
საარჩევნო სუბიექტის – “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა” – საარჩევნო პროგრამა
დოკუმენტი სრული სახით იხილეთ ბმულზე: საარჩევნო სუბიექტის - "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" - საარჩევნო პროგრამა
დოკუმენტი სრული სახით იხილეთ ბმულზე: საარჩევნო სუბიექტის – „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ” - საარჩევნო პროგრამა
"თბილისი მარიოტში" "ლელომ" პრეზენტაცია გამართა, რომელიც ყველა იმ ინიციატივას მოიცავდა, რასაც პარტია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებს.
პრეზენტაციას "ლელოს" ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას "ახალი მარშალის გეგმის" მიხედვით პირველი 100 დღის ანონსი გააცნეს.
მათივე ცნობით, ლელო „მარშალის გეგმის" განხორციელებას დაიწყებს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთანავე.
„პარტია პირველი 100 დღის განმავლობაში მიიღებს 60-მდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებას, რამაც სათავე უნდა დაუდოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და უსწრაფეს...
ამერიკის ელჩმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს მიმართა და განაცხადა, რომ მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები.
კელი დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტიდან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდიდან.
„არჩევნების სკულპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა", - განუცხადა ელჩმა დეგნანმა დამკვირვებლებს მათი სამუშაოს...
რუსთავში, კომპანია „ჯეოსთილმა“ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მოკლევადიანი გეგმა წარადგინა.
„ჯეოსთილმა“ გეგმის პრეზენტაცია ლომოურის ქუჩაზე, ქალაქის მიმართ აღებული სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში მოწყობილი საბავშვო მულტიფუნქციური სივრცისა და სპორტული მოედნის ტერიტორიაზე გამართა. ამავე კამპანიის ფარგლებში, კომპანიამ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დასუფთავების სამუშაოებისთვის საჩუქრად თვითმცლელი სპეცმანქანა გადასცა.
ღონისძიებას სამოქალაქო აქტივისტები მოძრაობიდან - „გავიგუდეთ“, მწვანე პროექტიდან - „ჩაერთე“, ასევ „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო...
ISFED-ის ანგარიში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების დამუნათებასა და მორალურ ტერორს ცდილობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არცერთ მოვლენას ხელიდან არ უშვებს, მათ შორის...
საარჩევნო კლიპები:
https://www.youtube.com/playlist?list=PLICdcL_o5jRLi5d7u9gWRUGBUiMoZgso6
საარჩევნო პლაკატები:
https://youtu.be/ZRNToRjE6V8
მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით თვეებია ერთი და იგივე ავტობუსი მუშაობს. სწორედ ამ ავტობუსით უწევს რამდენიმე სოფლის ასობით მოქალაქეს გადაადგილება. ადგილობრივები არსებული პრობლემით წლებია შეწუხებულები არიან. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მოსახლეობის სურვილი იყო, რომ მერიის ახლადშეძენილი ხუთი ავტობუსიდან ერთი მათ სოფელშიც გაეშვათ, თუმცა, ახლის გაშვება ვერ მოხერხდა. ქალაქ მარნეულში შეცვლილი ავტობისუს გაშვებას კი წეთელ ხიდზე დაჰპირდნენ.
სულ რაღაც ერთი კვირსის წინ, შპს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































