ამერიკის ელჩმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს მიმართა და განაცხადა, რომ მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები.
კელი დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტიდან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდიდან.
„არჩევნების სკულპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა”, – განუცხადა ელჩმა დეგნანმა დამკვირვებლებს მათი სამუშაოს განხილვისას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.