ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში 13 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ზონა მოეწყობა. პროექტის ფარგლებში იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული არენები, ტრიბუნები, ცხენების სადგომი შესაბამისი დამხმარე ნაგებობებითა და სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ცხოველთა თავშესაფრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საზაფხულო და ზამთრის ვოლიერების, ძაღლების სავარჯიშო ტერიტორიის, საკარანტინე და პოსტოპერაციული ბოქსების, ვეტერინარული...
ფოთში პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ ტერიტორიაზე პროფესიული სწავლების სახელოსნოები შენდება. ფოთის მერიის ცნობით, ავტომობილის ძრავისა და სავალი ნაწილის შეკეთების და შედუღების შესასწავლად საჭირო სახელოსნოების მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. „სახელოსნოების აშენების მიზანი სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლის შესაძლებლობის მიცემაა - სასწავლო პროგრამისა და პროფესიის წარმატებით დაუფლებისთვის. საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. სახელმწიფო სრულად აფინანსებს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას, ასევე ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. „ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა...
ადგილობრივი საქალაქო, რეგულარული, სამგზავრო გადაყვანის  მიკროავტობუსებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. ემ-2 კატეგორიის მიკროავტობუსებზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მსურველებმა მერიაში საბუთები 10-სა და 11 ნოემბერს უნდა შეიტანონ. 16-დან 22 ნოემბრის ჩათვლით კი იმ  მიკროავტობუსებს შეამოწმებენ, რომელთა მფლობელებმაც შეიტანეს განაცხადები. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მერიაში განმარტავენ, რომ მიკროავტობუსები საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით შეფასდება. კონკურსი ყოველწლიურია, წელს  კი  შერჩევის კრიტერიუმებში შეიტანეს ცვლილებები. კერძოდ, შარშან თუ დაშვებული იყო სამარშუტო...
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მას სურს, საქართველოში დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. როგორც ელჩმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრისას განაცხადა, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. „მსურს ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ...
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს დღეს ოფიციალურად გადასცა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონი ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175...
მთაწმინდის ქ. N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერი რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტერიტორიაზე შენარჩუნდა მწვანე საფარი და ახალი ნარგავებითაც გაშენდა; მოეწყო დეკორატიული შადრევანი. ასევე, განთავსდა საბავშვო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ატრაქციონები; სრულიად შეიცვალა და...
წინა სტატია რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ, - ამის შესახებ ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „მთავარმა” გაავრცელა მორიგი არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ოზურგეთში „დიდი ოდენობით სურსათ-სანოვაგე ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით შეაქვთ”. რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის,...
27 ოქტომბერს, სოფელ ულაშლოში გარეგანათების მოწყობისათვის აქცია გაიმართა. სოფლის ერთ ნაწილში განათება გაყვანილია, მოსახლეობამ კი აქცია სოფლის დარჩენილ ნაწილზე განათების გაყვანის მოთხოვნით აქცია გამართა. რადიო „მარნეულის“ მიერ აქციის გაშუქების შემდგომ ადგილზე მარნეულის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი თაჰირ რუსტამოვი მივიდა და მოსახლეობას უთხრა, რომ დღეს სოფელის დარჩენილ ნაწილში გარე განათებას გაიყვანდნენ. „პირველ რიგში 24 პლაფონი იყო და...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი, რომელსაც ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობს. ამის შესახებ კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შტაბის მიზანი ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. „ნაციონალურ მოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თუ ვინმეს განზრახული აქვს, ამომრჩეველს დაურიგოს სურსათი, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ამაზე ფაქტებს თუ მოგვიტანთ, უმკაცრესი რეაგირება გვექნება, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და დააზიანებს „ქართულ ოცნებას”, - ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც ოზურგეთში სურსათის დარიგების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ხათუნა გოგორიშვილის ბრალდებას უპასუხა. „თუ სადმე კონკრეტული ფაქტი იქნება, თავისი...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი გახსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია (ფაბლაბი). უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის...
შემდეგი სტატია "ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს. გოგორიშვილის თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა ობიექტები გაივსო სურსათ-სანოვაგე ტომრებით, რომელთაც ხელისუფლება დაურიგებს მოსახლეობას. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის პირდაპირი მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული. „გუშინ ღამე ოზურგეთის სარიტუალო დარბაზის შენობაში ტომრებით შემოიტანეს სურსათ-სანოვაგე. ეს არ არის გამონაკლისი, „ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა შენობები გუშინ ღამე მსგავსი ტომრებით...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის – ესტონური გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების...
დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა და ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა ერთობლივად შემუშავებულ საგანგებო მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელი მოაწერეს. აღნიშნული პარტიის თანათავმჯდომარის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თენგიზ ომანიძის განცხადებით, ეს ერთ-ერთი სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს ითვალისწინებს. მათივე თქმით, 30 წლის წინ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომელიც ჯერაც არაა სათანადოდ შეფასებული და გამოძიებული და საქმეები ახლაც პროკურატურის თაროზეა შემოდებული. მისი თქმით,...
მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ შემწირველია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.  გიორგი გაბუნიამ, რომელიც შპს Construction Service-ის 55%-იანი წილის მფლობელია, „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს 59 000 ლარი შესწირა. რაც შეეხება მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის ტენდერს, მასში მონაწილეობა მხოლოდ შპს Construction Service-მა მიიღო. რომელთანაც 6 168 865 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 25 სექტემბერს გაფორმდა. ტენდერის მიხედვით, მასში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ