რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ, – ამის შესახებ ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „მთავარმა” გაავრცელა მორიგი არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ოზურგეთში „დიდი ოდენობით სურსათ-სანოვაგე ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით შეაქვთ”. რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ და აღნიშნულს არავითარი კავშირი არც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთან”, არც სხვა რომელიმე პარტიის აქტივობებთან და საპარლამენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებამდე ფაქტები გადაამოწმონ, ვინაიდან აღნიშნული ტიპის დეზინფორმაცია აზიანებს საარჩევნო გარემოს“, – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს.
გოგორიშვილის თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა ობიექტები გაივსო სურსათ-სანოვაგე ტომრებით, რომელთაც ხელისუფლება დაურიგებს მოსახლეობას.