წყალტუბოში #33-ე და 64-ე საარჩევნო უბნებზე ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდება დაავიწყდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი და ხმის მიცემა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.
წყალტუბოში 10 საათის მონაცემებით, არჩევნეზე 4362 ამომრჩეველი მივიდა. აღნიშნული მუნიციპალიტეტი 22-ე სამაჟორიტარო ოლქის ნაწილია. სამტრედიის, ვანისა და ხონის ჩათვლით აქ რეგისტრირებულია 144 150 ამომრჩეველი. გახსნილია 183 საარჩევნო უბანი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის 2 საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლები და კომისიის წევრი გამოაძევეს.
მისი თქმით, გამოძევების მიზეზი არის, რომ დამკვირვებლებს გადაღების უფლება არ მიეცათ.
წითლიძის განმარტებით, მათი წარმომადგენლები უბანში ე.წ ბეიჯებითა და სრული წესის დაცვით შევიდნენ, თუმცა უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მიეცათ.
წითლიძის ინფორმაციით, დამკვირვებლები და კომისიის წევრი 26-ე და 55-ე უბნებიდან გამოაძევეს.
მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ქალი თავისი შვილის პირადობით იყო მისული და ხმის მიცემას ითხოვდა. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება ამომრჩეველი კომისიამ უბნიდან გაუშვა.
ქალმა აღნიშნა, რომ პირადობა შეეშალა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.
ისტორიაში პირველად არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ამომრჩევლების მოსყიდვას სურსათით ცდილობს. მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, მიკროავტობუსებით საარჩევნო უბნებთან კარტოფილი და ხახვი მიაქვთ, რისი ვიდეო მასალაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მოიპოვა.
„კარტოფილი და ხახვი, როგორც ჩანს, "ქარული ოცნება" ამ მეთოდებით აგრძელებს კვლავ, ქართველი ამომრჩევლის მოსყიდვას, ვიდეო დამადასტურებელი მტკიცებულებები გვაქვს. ჩვენმა წარმომადგენელმა 84-ე უბანზე, ეს ფაქტი დააფიქსირა. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას,...
სოფელ ველისციხეში განთავსებული მე-14 საარჩევნო უბნიდან ორი დამკვირვებელი გამოაძევეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
საარჩევნო უბანზე "ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, სალომე მათიაშვილი განმარტავს, რომ უბანზე ხმის ფარულობა დაირღვა ამ ფაქტის გაპროტესტების გამო ის უბნიდან გამოაძევეს.
"მოქალაქემ ბიულეტენი ღიად გამოიტანა კაბინიდან. კომისიის თავმჯდომარეს მივუთითე რეაგირება გაეკეთებინა აღნიშნულ ფაქტზე, თუმცა მან კომისიის წევრს მიუთითა უბნიდან გამოვეძევებინე. გვერდით დამიდგა უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელი და ისიც გამოაძევეს”,–...
ქუთაისის საარჩევნო უბანებთან ახლოს ,,ქართული ოცნების'' პარტიულ ფერში "ქ.ო." ინიციალები გამოჩნდა.
26_ე ქუთაისის საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ნორა ჩუბინიძის განმარტებით, მათთვის უცნობია თუ ვინ გააკეთა ეს წარწერა ან რას ნიშნავს.
სავარაუდოდ წარწერა ოცნების აქტივისტების მიერაა გაკეთებული და ის პარტიის ინიციალებია.
უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 1000-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 20 ოპერატორისა და 11 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნები ტარდება...
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ამის შემდეგ თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ჩემს უბანზე ვაზაგაშვილის ამფეთქებლის და სოპრანოზე კიოდა, მორიგი „დამკვირვებელია“ და უკვირს, ჩემი ძმა რატომ ჩასვით, თქვე ქოცებო, ციხეშიო. დაგვაცადეთ, ნახეთ, რას ვიზამთო.
დიახ, ჩვენ ჩავსვით მკვლელები, მათ ციხეში კარგი პირობები და კვება აქვთ და იქ ჯდომას ხვალ დილიდანაც...
ქუთაისში არჩევნები ხმაურის და დარღვევების ფონზე დაიწყო. 41-ე საარჩევნო უბანზე მისულ დამკვირვებლებს უბანი გახსნილი და კომისიის წევრების მხრიდან ფუნქცია-მოვალეობები გადანაწილებული დახვდათ.
საარჩევნო უბნის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიის წევრები “ქართულ ოცნებასთან” არიან გარიგებულები.
“მოვედი უბანზე 06:30-ზე, უბანი დამხვდა გახსნილი, პოზიციები გადანაწილებული ჰქონდათ, არაფერში მონაწილეობა არ მიგვიღია”, – ამბობს ერთერთი დამკვირვებელი.
წინა სტატია
მარნეულის მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები საარჩევნო პროცესის დაასრულების შემდეგ გამოიკითხებიან.
როგორც მარნეულის პოლიციის უფროსმა რუსლან იოსელიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, მხარეთა გამოკითხვისა და ინფორმაციის სრულად მიღების შემდეგ, თუკი, დანაშაულის მიშნები გამოკვეთება, გამოძიება შესაბამისი მუხლებით დაიწყება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის შეხვედრა დასრულდა.
კელი დეგნანმა და თამარ ჟვანიამ კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრეს.
შეხვდრის დასრულების შემდეგ, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო...
ზუგდიდის 89-ე უბანზე 39 ამომრჩეველს მხოლოდ მაჟორიტარების ბიულეტენი მისცეს.
მომხდარს უბნის კომისის თავმჯდომარემ შეცდომა უწოდა, ხოლო"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელებმა არჩევნების გაყალბების მცდელობა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
"ზუგდიდის 89-ე უბანზე, თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება. ამომრჩეველზე გაიცემოდა 1 ბიულეტენი, მხოლოდ მაჟორიტარული, და არ გაიცემოდა პარტიული ბიულეტენი. ეს არის საარჩევნო გაყალბება. 39 ამომრჩეველს არ მისცეს უფლება, ხმა მიეცათ პარტიისთვის პროპორციულად, საჩივარი დაწერილია.
კომისიის თავმჯდომარემ ზვიად...
მარნეულში, 52-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ამომრჩეველზე ზეწოლა გახდა.
N52-ე საარჩევნო უბნის ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს მითითებას აძლევს, ვის მისცენ ხმა.
ქუთაისში, N 28 საარჩევნო უბანზე ხმაურია. დაპირისპირება კომისიის წევრებს შორის გადასატანი ყუთის წაღებას მოჰყვა.ერთმანეთს "ლელოს" და " ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
"ლელოს" წარმომადგენლის თქმით, გადასატან ყუთს, ორი პიროვნება გაჰყვა, მსგავსი პარტიული შეხედულებით.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი განმარტავს, რომ ოფიციალურად ყუთს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების გაჰყვნენ.
"ბეიჯი სხვადასხვა იყო, ერთი ცესკო და მეორე „ევროპული საქართველო“, შინაგამად რას ფიქრობს ადამიანი და რა შეხედულებისაა მე არ ვიცი",...
დღევანდელი ამინდის შემხედვარეს იმედი მაქვს, რომ არჩევნების დღეც იმავე მაგალითს მიჰყვება, რომელიც მსუბუქი და სასიამოვნოა - არც მეტისმეტად ცხელი, არც მეტისმეტად ცივი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი, 2020 წლის არჩევნების დღე დიდი დღეა.
„მე, როგორც ბევრი, დღის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებ, რათა ვიხილო, თუ როგორ ჩაივლის ყველაფერი. ეს არის მომენტი, რომელიც ყველა...
წინა სტატია
გურჯაანში, ბაკურციხის 30-ე საუბნო საარჩევნო კომისიიდან, "ლეიბორისტული პარტიის" დამკვირვებელი გააძევეს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, ნიკა ვარდოშვილის ინფორმაციით, დამკვირვებელი კაბინიდან ბიულეტენების გარეთ გამოტანა გააპროტესტა.
“გურჯაანში, მასიურად კაბინებიდან გარეთ გამოდის ბიულეტენები. დავალება ასეთი აქვთ. თამარ ჯადუგიშვილმა, ეს გააპროტესტა და გამოაძევეს გარეთ”, – განაცხადა ვარდოშვილმა.
ბიულეტენების გარეთ გამოტანის ფაქტი დაფიქსირდა, კურდღელაურის 49-ე საარჩევნო უბანზეც.
დამკვირვებლები გააძევეს გურჯაანის 47-ე და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































