ქუთაისის #28 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

354

ქუთაისში, N 28 საარჩევნო უბანზე ხმაურია. დაპირისპირება კომისიის წევრებს შორის გადასატანი ყუთის წაღებას მოჰყვა.ერთმანეთს “ლელოს” და ” ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
“ლელოს” წარმომადგენლის თქმით, გადასატან ყუთს, ორი პიროვნება გაჰყვა, მსგავსი პარტიული შეხედულებით.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი განმარტავს, რომ ოფიციალურად ყუთს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების გაჰყვნენ.

“ბეიჯი სხვადასხვა იყო, ერთი ცესკო და მეორე „ევროპული საქართველო“, შინაგამად რას ფიქრობს ადამიანი და რა შეხედულებისაა მე არ ვიცი”, ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი სალუქვაძე.

დღეს, 31 ოქტომბერს, ამომრჩეველმა მე-10 მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს.

მაჟორიტარების პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში დღეს მერსაც ირჩევენ. ესენია, ქუთაისი, ხარაგაული და თერჯოლა.
ქუთაისში მერობისთვის 8 კანდიდატი იბრძვის, ხარაგაულში 5, ხოლო თერჯოლაში 4.