წყალტუბოში #33-ე და 64-ე საარჩევნო უბნებზე ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდება დაავიწყდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი და ხმის მიცემა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.
წყალტუბოში 10 საათის მონაცემებით, არჩევნეზე 4362 ამომრჩეველი მივიდა. აღნიშნული მუნიციპალიტეტი 22-ე სამაჟორიტარო ოლქის ნაწილია. სამტრედიის, ვანისა და ხონის ჩათვლით აქ რეგისტრირებულია 144 150 ამომრჩეველი. გახსნილია 183 საარჩევნო უბანი