ქუთაისში არჩევნები ხმაურის და დარღვევების ფონზე დაიწყო. 41-ე საარჩევნო უბანზე მისულ დამკვირვებლებს უბანი გახსნილი და კომისიის წევრების მხრიდან ფუნქცია-მოვალეობები გადანაწილებული დახვდათ.
საარჩევნო უბნის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიის წევრები “ქართულ ოცნებასთან” არიან გარიგებულები.
“მოვედი უბანზე 06:30-ზე, უბანი დამხვდა გახსნილი, პოზიციები გადანაწილებული ჰქონდათ, არაფერში მონაწილეობა არ მიგვიღია”, – ამბობს ერთერთი დამკვირვებელი.