გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ველისციხის მე-14 სარჩევნო უბნიდან ორი დამკვირვებელი გამოაძევეს

352

სოფელ ველისციხეში განთავსებული მე-14 საარჩევნო უბნიდან ორი დამკვირვებელი გამოაძევეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

საარჩევნო უბანზე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, სალომე მათიაშვილი განმარტავს, რომ უბანზე ხმის ფარულობა დაირღვა ამ ფაქტის გაპროტესტების გამო ის უბნიდან გამოაძევეს.

“მოქალაქემ ბიულეტენი ღიად გამოიტანა კაბინიდან. კომისიის თავმჯდომარეს მივუთითე რეაგირება გაეკეთებინა აღნიშნულ ფაქტზე, თუმცა მან კომისიის წევრს მიუთითა უბნიდან გამოვეძევებინე. გვერდით დამიდგა უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელი და ისიც გამოაძევეს”,– განაცხადა სალომე მათიაშვილმა.

გურჯაანის მე-9 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის თქმით, აღნიშნული პირები ხელს უშლიდნენ საუბნო კომისიას საქმიანობაში და მათ მიიღეს აღნიშნული პირების უბნიდან გამოძევების გადაწყვეტილება.