წულუკიანი: ჩემს უბანზე ვაზაგაშვილის ამფეთქებლის და სოპრანოზე კიოდა, მორიგი „დამკვირვებელია“

793

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ამის შემდეგ თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ჩემს უბანზე ვაზაგაშვილის ამფეთქებლის და სოპრანოზე კიოდა, მორიგი „დამკვირვებელია“ და უკვირს, ჩემი ძმა რატომ ჩასვით, თქვე ქოცებო, ციხეშიო. დაგვაცადეთ, ნახეთ, რას ვიზამთო.
დიახ, ჩვენ ჩავსვით მკვლელები, მათ ციხეში კარგი პირობები და კვება აქვთ და იქ ჯდომას ხვალ დილიდანაც ბედნიერად გააგრძელებენ“, – დაწერა თეა წულუკიანმა.