ავტორი: თამარ სიხარულიძე, სათემო განვითარების ცენტრი
2005 წელს დაფუძნებული სათემო კავშირი "ნუკრიანი", "სათემო განვითარების ცენტრთან" თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე თვეა, სოფელ ნუკრიანის ერთ ძველ უბანს იკვლევს: ადამიანების, სახლების ისტორიას და დღევანდელობას, განაშენიანების სტრუქტურას, არქიტექტურულ თავისებურებებს. პროექტი - "ანდრონიკაანთ უბანი - სამეზობლო ინიციატივის განვითარების მხარდაჭერა სოფელ ნუკრიანში" - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მას მაია ბიძინაშვილი...
ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
ვაგრძელებთ მცირე რეპორტაჟებს გერმანიის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე, საზღვრისპირა ქალაქ გიორლიციდან. აქ 2022 წლის ნოემბრიდან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში ჩამოვედი და აქაური სამოქალაქო ინიციატივების, მოქალაქეთა ჩართულობის ფორმების, ქართულ-გერმანული კავშირების შესწავლას ვცდილობ. პატარა ქალაქების და სოფლების სოციალურ-კულტურული ცხოვრება ყოველთვის მაინტერესებდა, ასევე ის პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც ევროპის ქვეყნებში პერიფერიების გამოცოცხლებას, მცირე დასახლებების წინ წამოწევას...
ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
გიორლიცი გერმანიის უკიდურესად აღმოსავლეთ ქალაქია, პოლონეთის საზღვარზე. გერმანიის გაერთიანების, ტრანსფორმაციის პერიოდის დემოგრაფიული თუ სოციალურ-სტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ, ქალაქი ბევრმა დატოვა და ოდესღაც 100 000 მოსახლეზე მეტი მაცხოვრებლისათვის აშენებულ გიორლიცში დღეს 56 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც ყოველდღიურობაშიც თვალსაჩინოდ შეიგრძნობა.
მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობის და სხვა ფაქტორების წყალობით, გიორლიც-ზგოჟელეცი (ქალაქი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიყო ორად და ნახევარი ახლა...
წინა სტატია
ორგანიზაცია "დეას" ინიციატივით, შშმ პირების, ქალებისა და ახალგაზრდების მიერ სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში დაწყებულმა აქტივიზმმა პირველი შედეგი უკვე აჩვენა - ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 2023 წლის ბიუჯეტებში გაითვალისწინეს იმ რეკომენდაციების ნაწილი, რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესახებ თვითმმართველობებს წარუდგინეს.
იმის გამო, რომ მუნიციპალური ბიუჯეტები ძალიან მწირია, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ცხადია, ვერ მოხერხდა, თუმცა, აქტივისტებმა დაპირებები მიიღეს...
დღეს თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, რიგგარეშე არჩევნებზე, მერებს, ხოლო გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში საკრებულოს გამოკლებულ მაჟორიტარებს ირჩევენ. შვიდივე მუნიციპალიტეტში კანდიდატები მხოლოდ მმართველმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, ოპოზიციას არცერთ მათგანში კანდიდატი არ ჰყავს. ერთადერთი, სადაც "ოცნებას" კონკურენტი ჰყავს, ტყიბულია - აქ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს საკრებულოში მოსახვედრად დამოუკიდებელი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი.
იმის გამო, რომ კონკურენტი არცერთს არ ჰყავს, შედეგები,...
2023 წლის 26 და 27 აპრილს ონში და ამბროლაურში ევროპის საბჭოს საინფორმაციო კამპანიის „შეცვალე სცენარი- შეასრულე შენი როლი“ ფარგლებში ფორუმთეატრი და დისკუსია გაიმართება. ღონისძიების მიზანია მონაწილეობითი დემოკრატიის ხელშეწყობა და მოქალაქეების როლის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე.
ღონისძიება ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულის ფარგლებში.
26 აპრილი, ოთხშაბათი, 11 საათი - ონის კულტურის ცენტრი (კახაბერის 3), დეტალური...
პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, რათა განავითარონ სამეწარმეო უნარები და შექმნან მდგრადი, ახალი და/ან არსებული ახალგაზრდული საწარმო.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
RDYE პროექტის...
წინა სტატია
ავტორები: რუსა მაჩაიძე, მაგდა პოპიაშვილი
მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით droa.ge ამზადებს კვლევას, სადაც დეტალურად იქნება გაანალიზებული მუნიციპალიტეტების ქონებრივი მდგომარეობა და შესაძლებლობები, თვითმმართველობის გაძლიერების კონტექსტში. კვლევის გამოქვეყნებამდე კი გთავაზობთ მონაცემებს მხარეების მიხედვით, რომლის ფარგლებში უკვე გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის მონაცემები.
მონაცემები ეფუძნება ქონების ეროვნული სააგენტოდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას 2022 წლის მდგომარეობით.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, რომელიც ისედაც მცირემიწიანია, სახელმწიფო...
ავტორები: რუსა მაჩაიძე, მაგდა პოპიაშვილი
საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არსებობა მუდმივ პრობლემას წარმოადგენს, რაც ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის დემოკრატიის, ისე მოსახლეობის მდგომარეობაზე. თვითმმართველობის ერთ-ერთ სისუსტედ ითვლება როგორც ნაკლები უფლებები, ისე მუნიციპალიტეტის ფინანსური სიმწირე. ცხადია, ფინანსები ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული და ამ შემთხვევაში, ჩვენთვის საინტერესოა, თუ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რა სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს...
ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
წლების წინ მეგობარი მოვინახულე თურქეთში, იზმირის მხარეში, პატარა საკურორტო ქალაქში, ჩეშმეში ცხოვრობდა. ერთ-ერთ შენობასთან ჩავლისას მითხრა, ეს საგანმანათლებლო ცენტრია, შეგიძლია, მოკლე დროში სხვადასხვა ხელობას და ცოდნას დაეუფლო და შრომით ბაზარზე უფრო ადვილად იპოვო შენი ადგილი, უამრავი თურქი ახალგაზრდა სწავლობს აქ და ჩემნაირი ჩამოსულებისთვისაც ძალიან კარგი შესაძლებლობა არისო. თვითონ ამ ცენტრში თურქული და ინგლისური ენებისა...
წინამდებარე შეფასება მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის", ფარგლებში.
შეფასების შედეგად შესწავლილ იქნა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, როგორც ზოგადად სათემო ორგანიზაციების მუშაობის, ისე მათ მიერ განხორციელებული მცირე სათემო პროექტების გავლენისა თემზე. შეფასების შედეგად გამოიკვეთა
ძირითადი გამოწვევები...
ინიციატივა ცვლილებისათვის – სათემო და სამოქალაქო თვითორგანიზების მაგალითები თანამედროვე საქართველოში
„კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერია“
ქართული ხალხური ანდაზა
სიღარიბე, უმუშევრობა, მოშლილი და დაძველებული სასოფლო ინფრასტრუქტურა, ხევების, მდინარეების დაბინძურება და თვითნებური ნაგავსაყრელები, დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერება, სამეურნეო უნარების სიმწირე, საჯარო, თავშეყრის სივრცეების არარსებობა, მოძველებული ბიბლიოთეკა და ამორტიზებული კლუბის შენობა, არაფორმალური განათლებისა და კულტურის სერვისების არქონა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელთაც საქართველოს სოფლებში მოუყრიათ თავი და რომელთა შესახებაც ხშირად (გვ)წერენ ადგილობრივი საზოგადოებრივი,...
ავტორი: ირაკლი მელაშვილი
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შეფასებისას, ალბათ, პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ამ კანონპროექტის შექმნის მიზეზი. პირველ რიგში, ამ კანონის მიღების მოტივაციიდან და მიზნებიდან გამომდინარე, აბსურდია ამ კანონის შედარება ამერიკულ ან ევროპულ შესაბამის კანონმდებლობასთან. 1938 წელს აშშ-ში, შემდეგ კი - ევროპულ ქვეყნებში მიღებული შესაბამისი კანონების მიზანი იყო, დაეცვა დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებები ფაშისტური და კომუნისტური ქვეყნების ხელისუფლებების იდეოლოგიებისა და...
"ერთი გადაწყვეტილება ხშირად მოქმედებათა მთელ ჯაჭვს უყრის საფუძველს. ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯს კი მთელი სცენარის შეცვლა შეუძლია. სპექტაკლზე დასწრებისას თუ ფილმის ყურებისას, ამის მოწმე არაერთხელ გავმხდარვართ. რეალურ ცხოვრებაში ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა ხშირად გვიჭირს, რადგან პრობლემები დიდია და მათ გვერდზე ჩვენი როლი უმნიშვნელო, ნაბიჯები კი პატარა გვეჩვენება. შედეგად, თავს ვიკავებთ აქტიურობისგან, მოქმედებისგან და მცდელობისგან, გავაუმჯობესოთ საკუთარი გარემო", - ასე...
ავსტრიულ-ქართული ტურისტული პროექტი კისისხევში
თელავი, ძირითადად, ღვინოსთან და ისტორიასთან ასოცირდება და ამ მხრივ, მართლა განსაკუთრებული ტურისტული პროდუქტებითა და მომსახურებებით დაიკვეხნის. თუმცა, არცთუ ისე ბევრმა იცის სრულიად უნიკალური ადგილების შესახებ, აქაური ღვინის მარნებიდან თუ სასტუმროებიდან "ფეხის გადადგმაზე როა" და ტურისტს ბუნებაში და დროში მოგზაურობას ერთდროულად თავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კისისხევი და მისი მიმდებარე ტყეებია.
მთები, ხეობები, პანორამული ხედები, უძველესი...
ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
"ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი" - ასე ერქვა სათემო განვითარების ცენტრის (CDC) პროექტს, რომელსაც 2020-2022 წლებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, თელავში ვახორციელებდით და რომლის მიზანიც ქალაქის ერთი ისტორიული უბნის (მაწანწარა) გამოცოცხლება, მისი ისტორიის, ზეპირი მეხსიერების, არსებული პრობლემების კვლევა და სამეზობლოსთან ერთად მომავლისკენ გახედვა იყო. ბოლოს, ჩვენს ხელში თავმოყრილი ეს უზარმაზარი მასალა წიგნში − "ჩემი ქუჩა,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































