ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესი თანაბარ და მშვიდ პირობებში მიმდინარეობს. ამის შესახებ კალანდარიშვილმა დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კითხვის პასუხად აღნიშნა. კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა მხოლოდ არჩევნების ადმინისტრირებაა. „ჩვენი პასუხისმგებლობა არის არჩევნების ადმინისტრირება და 2 ოქტომბერს ამომრჩეველს და საზოგადოებას შევთავაზოთ უსაფრთხო საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ მათ მოახერხონ უსაფრთხო გარემოში ნების გამოვლენა. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ამ ყველაფერს...
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი პირები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, სპეციალური საარჩევნო უბნები შეიქმნება. როგორც სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საუბარია 73 ოლქში თითო-თითო სპეციალური საარჩევნო უბნის შექმნაზე. „სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის...
სიამაყით ვაცხადებ, ერთადერთი პარტია ვართ ამ არჩევნებში, რომელიც სათავეს იღებს ეროვნული მოძრაობიდან, – განაცხადა „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმა, გიორგი გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას. „სიამაყით მინდა, განვაცხადო, რომ ერთადერთი პარტია ვარ, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობს, სათავეს იღებს ეროვნული მოძრაობიდან და ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უძველესი პარტიაა საქართველოში, რომელიც არის ევროპის მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი, რომელიც არის მმართველი...
სამწუხაროდ, ჩვენ არათანაბარ მდგომარეობაში და პირობებში გვიწევს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, – ამის შესახებ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ლომიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ორგზის საპარლამენტო პარტიას კომისიაში წევრები წაართვა. #დებატები დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის #არჩევნები2021 #LIVE მსგავსი: #დებატები დედაქალაქის მერობის ყველა...
ყველას უნდა ესმოდეს, რომ არ არსებობს წარმატებული თბილისი ძლიერი საქართველოს გარეშე და არ არსებობს ძლიერი საქართველო წარმატებული თბილისის გარეშე, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა. „თბილისის მერის არჩევა არ ნიშნავს მხოლოდ თბილისის მერის არჩევას. ეს არის მთელ ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისი“, – განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება...
უკვე ცხრა წელია, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ სრულად ჩამოშალა ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ მერობის კანდიდატმა, თამარ კეკენაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა. „ამ ქვეყანას დაურღვია ფუნქცია და თითოეულ ჩვენგანს გაუნადგურა მომავალი. უკვე რამდენი არჩევნებია, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად ქცევის ხარჯზე ცდილობს, ამ...
ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია თბილისი ოთხი წლის შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება. კალაძის თქმით, დარწმუნებულია, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში. „მოგესალმებით ყველას, მივესალმები ოპონენტებს, დამსწრე საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა, მივესალმო...
ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომლის პროფესიაც არის ქალაქი, ქალაქის საჭიროებები და ის მნიშვნელოვანი მიზანი, რომ ქალაქს სჭირდება მასშტაბური ცვლილებები, – ამის შესახებ „ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა. როგორც ანა ბიბილაშვილმა აღნიშნა, ყველას დაავიწყდა ადამიანია, მათი საჭიროებები და რეალური პრობლემები. „მე ვარ ანა ბიბილაშვილი, „ლელოს“ მერობის კანდიდატი. ახალი ვარ პოლიტიკაში? არ ვარ. თქვენ პოლიტიკას...
საქართველო არის კავკასიის გული და მინდა, ნამდვილი კავკასია გაიცნოს მთელმა მსოფლიომ, – ამის შესახებ „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა. როგორც არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ განაცხადა, საქართველო უზარმაზარი ტრადიციების ქვეყანაა. „საქართველო არის ისტორია, უზარმაზარი ტრადიციების ქვეყანა და ფენომენია კავკასიაში, განსაკუთრებულია. საქართველო არის ბრილიანტი. უბრალოდ მინდა, ქვეყანა გაიცნოს მსოფლიოში, რადგან ნებისმიერ თეთრკანიან...
მინდა, ამ ქვეყანას, თბილისელებს დავუბრუნო სახეზე ღიმილი და მომავლის რწმენა, რომელიც დღევანდელმა მერიამ თბილისელებს წაართვა, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაზა ხატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა. როგორც ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, გეგმავს, რომ თბილისის მერიისგან მოტყუებული ადამიანების უფლებები დაიცვას. „მე ვარ ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი. პირველად ვმონაწილეობ მერის არჩევნებში და ჩემი მონაწილეობა განპირობებულია იმით,...
მივესალმები ყველა იმ იმედგაცრუებულ ადამიანს, ვისაც ერთი და იგივე წრეზე ტრიალი ყელში ამოუვიდა, – ამის შესახებ „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა, მიხეილ ქუმსიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა. „ვისაც ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე პოლიტიკური ფიგურების ყურება, რომლებიც ვერაფერს ვერ ცვლიან და ქვეყანა და ქალაქი წინ ვერ მიდის. მე ახლა, იმიტომ ვდგავარ თქვენ წინაშე და...
დიდი მადლობა, რომ საწინააღმდეგო მოწოდებების მიუხედავად, 1 800 000 ქალ ამომრჩეველს მიეცით საშუალება, ყველა კანდიდატი და მათ შორის, ქალები ენახა დებატში, – ამის შესახებ „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება. დოლიძის თქმით, მიუხედავად იმისა, კანდიდატებს ოპონენტები მოსწონთ თუ არა, მათ პატივი უნდა სცენ. „მივესალმები აუდიტორიას, მაყურებელს,...
პრობაციონერები ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურში დასაქმდებიან. იუსტიციის სამინისტრომ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ფოთის მერიის შესაბამის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან. შესაბამის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოაწერეს. იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთის მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ,...
თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მერობის კანდიტატების დებატებისას ყოფილ თანაგუნდელ გიორგი გახარიაზე თქვა, რომ მისთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია. მან, ასევე, გახარიას უთხრა, რომ მისი პრემირმინისტრის თანამდებობიდან გადადგომა არ მოეწონა. "ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება საქციელს, პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი, მე არ მომეწონა ის შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში...
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული დებატები თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დატოვა. მან განაცხადა, რომ არ აპირებს ერთ სივრცეში ყოფნას ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს. "დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს, ამიტომ ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება, რადგან ეს ადამიანი არის მოძალადე. მე ვარ გულწრფელი და...
ფოთში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა Facebook-ზე წერს, რომ წინასაარჩევნოდ ფოთში "ქართული ოცნება" ერთ საარჩევნო უბანზე, საშუალოდ 6 გოჭს არიგებს. "ქართული ოცნება / Georgian Dream არ გრცხვენიათ. 40 ათასი ლარის გოჭი რამ შეგაკვეთინათ. მთელი სამეგრელოს გოჭები რომ გააჟლეტინეთ. ცნობისთვის ფოთში 32 საარჩევნო უბანია, რაც ნიშნავს რომ ერთ საარჩევნო უბანზე ფოთში ოცნება საშუალოდ 6 გოჭს არიგებს. დანარჩენ საქართველოს მინდა მივმართო. არ დაკმაყოფილდეთ კართოფილით და ზეთით. გოჭზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ