ფოთში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა Facebook-ზე წერს, რომ წინასაარჩევნოდ ფოთში “ქართული ოცნება” ერთ საარჩევნო უბანზე, საშუალოდ 6 გოჭს არიგებს.
“ქართული ოცნება / Georgian Dream არ გრცხვენიათ. 40 ათასი ლარის გოჭი რამ შეგაკვეთინათ. მთელი სამეგრელოს გოჭები რომ გააჟლეტინეთ.
ცნობისთვის ფოთში 32 საარჩევნო უბანია, რაც ნიშნავს რომ ერთ საარჩევნო უბანზე ფოთში ოცნება საშუალოდ 6 გოჭს არიგებს.
დანარჩენ საქართველოს მინდა მივმართო. არ დაკმაყოფილდეთ კართოფილით და ზეთით. გოჭზე ნაკლებს ხელი არ ახლოთ. უჭირთ და ყვავს კაკალი, ხოლო ბიძინას გოჭი გააგდებინეთ
ჩემო ფოთელებო. გოჭით არჩეულ მერს კი რა ერქმევა თქვენც კარგად”,- წერს გიგი უგულავა.