სიამაყით ვაცხადებ, ერთადერთი პარტია ვართ ამ არჩევნებში, რომელიც სათავეს იღებს ეროვნული მოძრაობიდან, – განაცხადა „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმა, გიორგი გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას.
„სიამაყით მინდა, განვაცხადო, რომ ერთადერთი პარტია ვარ, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობს, სათავეს იღებს ეროვნული მოძრაობიდან და ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უძველესი პარტიაა საქართველოში, რომელიც არის ევროპის მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი, რომელიც არის მმართველი საბჭოს წევრი ევროპის პარლამენტში; მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურ დევნას, შევიწროებას განიცდიდა ყოველი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა და შექმნა ეკოლოგიური პოლიტიკის საფუძვლები საქართველოში და კონსტიტუციაში შეიტანა სპეციალური მუხლი იმისათვის, რომ შემდეგ განვითარებულიყო საქართველოში ეკოლოგიური პოლიტიკა.
#დებატები დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის #არჩევნები2021 #LIVE
მსგავსი: #დებატები დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის #არჩევნები2021 #LIVE
ჩვენ დევნილი პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, მოგვიკლეს ჩვენი დამფუძნებელი და ლიდერი, 2007 წელს გამოგვაგდეს მუშტაიდის ბაღიდან, რომელიც ვერ დავიბუნეთ სამწუხაროდ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავაგრძელეთ“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
საქართველოს პირველ არხზე დებატები გაიმართა დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1; გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.