ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებამდე, სულ რამდენიმე დღე რჩება და პარტიები შედეგების მათთვის სასიკეთოდ დასრულებისთვის, სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.
„ქართული ოცნება“ რომ აგიტაციაში აქტიურადაა ჩართული, ამას ქუჩაში ყოველ ორ ნაბიჯში გაკრული ბანერებიც მოწმობს.
გარდა ამისა, ხელისუფლების ოპოენტები მმართველ გუნდს წინასაარჩევნო კამპანიაში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვაში სდებენ ბრალს.
გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატმა, მსგავსი ფაქტების წარმოსაჩენად, რამდენიმე მტკიცებულება წარმოადგინა. გიორგი კირთაძის მტკიცებით, პროცესში შსს-ს თანამშრომლებიც არიან...
"ევროპულმა საქართველო" სარეკლამო კომპანია "ალმას" ოფიციალური წერილით მიმართა - პარტია "ცხოველების ფერმის" პლაკატების ბილბორდებზე განთავსებას ითხოვს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
კომპანიის ოფისში მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატები ბესო დონაძე და გიორგი ნონიაშვილი მივიდნენ, თუმცა კომპანიის პასუხი უცნობია. დირექტორის ჯერჯერობით ადგილზე არ იმყუოფება.
ცნობისთვის, "ალმამ" ბილბორდები სიძულვილის ენის შემცველ პლაკატებს დაუთმო, რომლებზეც პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები არიან გამოსახულები. "სისხლიანი ბანერები" თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. შემდეგ...
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლება არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა სოფელ ქედქედის სკოლის მოსწავლეებისთვის. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოსწავლეებს ისევ მეზობელი სოფლის სკოლაში მოუწევთ სიარული, რადგან ვადის ამოწურვის მიუხედავად, სკოლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა.
მანამდე კი განათლების სამინისტრო მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას თავად აპირებს.
ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო - თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა - დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, სხვა რა გითხრათ, - ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას 10 გამოცდილი პოლიციელი სჭირდება.
„არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, ეს დაანონსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა როდესაც თქვეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას.
მეორე -...
გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში, სკვერი მოეწყობა. სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 92 560 ლარი გაითვალისწინა.
აღნიშნულ დასახლებაში პროექტის მიხედვით, სკვერთან ერთად მოეწყობა კალათბურთის მოედანიც.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ატენის სკოლის დირექტორს, ნინი ონიაშვილის პედაგოგების დაშინებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ოპოზიციის მტკიცებით, დირექტორი პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს მხარდამჭერთა სიების მიტანას სთხოვს და ზეწოლას ახდენს მათზე, რომ არჩევანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ გააკეთონ.
“მოსახლეობისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ნინო ონიაშვილი პედაგოგებს ავალებს, რომ მიიტანონ თითომ 20-20 ადამიანის მხარდამჭერთა სია. ამასთანავე მოსწავლეების მშობლებზე ახორციელებს ზეწოლას და ყველას ეუბნება, რომ ნანა...
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 6- ში მმართველი პარტიის სახელით მეორედ იყრიან კენჭს მოქმედი მერები, ორ ქალაქში კი ოპოზიციის ნაწილი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ქუთაისში ბევრს დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟები გაახსენდა, როდესაც მთავარ კონკურენტებად "ქართული ოცნებიდან "ქუთაისის მოქმედი მერი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი და ოპოზიციიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე დასახელდნენ. რომელი ამოიყვანს ქუთაისის...
არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ამომრჩეველს ხმების დაცვის მექანიზმს აცნობს. მისი თქმით, ხმების დაცვის უპირველესი მექაანიზმია საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩეველი.
ხოშტატიამ საგანგებო ბრიფინგზე 6 რჩევა გააჟღერა თუ რა უნდა იცოდეს უბანზე მისულმა ამომრჩეველმა, რომ გამყალბებლებმა ვეღარ შეძლიონ ოპოზიციური ამომრჩევლის ბიულეტენის გაბათილება, ე.წ. კარუსელები და სხვა მანიპულაციები.
ხმების დაცვის 6 რჩევა ასეთია:
1. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი...
"პანდემიის მიუხედავად, მთავრობა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გახსვისების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს", - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამოცემა "bm.ge-ის" კითხვის პასუხად განაცხადა.
"პანდემიის პერიოდში, საინვესტიციო აქტივობების წასახლისებლად, ხომ არ ფიქრობს მთავრობა, მაგალითად, შეცვალოს მიდგომა უცხოელებზე მიწების გასხვისების მხრივ", - ვკითხეთ ვიცე-პრემიერს და სოფლის მეურნეობის მინისტრს.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს, რომელიც კანონით...
იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების დამატებითი სამუშაოები 23 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის განკარგულებაშია ნათქვამი.
განკარგულების შესაბამისად, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით განხორციელდება ტყიბულის, ჭიათურის, ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება: ჭიათურა: მორძგვეთი, სკინდორი, ეწერი, სალიეთი, ქვაციხე, საკურწე, რცხილათი, ხალიფაური, თაბაგრები, ზოდი, სვერი, ცხრუკვეთი, თვალუეთი, ხრეითი. ხარაგაული: ღარიხევი, წიფი, ქროლი, კიცხის იგორეთი, ლაშის იგორეთი.
წინა სტატია
ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციით, ირკვევა, რომ ვანის მერიამ 2 წელში 27 ავტომობილისთვის 270 000 ლარის ღირებულების 125 ტონა საწვავი დახარჯა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ დროს, როცა რაიონში მძიმე მდგომარეობაა და მოსახლეობას უჭირს, თანხები ასე უმიზნოდ არ უნდა იხარჯებოდეს.
ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ ფაქტით პროკურატურა დაინტერესდეს.
"ლონდონისა და ვილნიუსის მერიას 10-ჯერ უფრო ნაკლები მანქანა ემსახურება, ვიდრე ვანის გამგეობას თუ მერიას. საწვავია იმდენი გაწერილი,...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში, ე.წ. ცხინვალის უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი; დამონტაჯდება ინდივიდუალური მრიცხველები.
„სამუშაოებზე 530 500 ლარი დაიხარჯება. პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სასმელი წყლის სისტემის გაუმართაობის გამო, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება. პროექტის...
ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, 2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების დონისაა. მისივე თქმით, ამ არჩევნებმა უნდა აჩვენოს საქართველოს აქვს თუ არა ევროატლანტიკური კურსი.
"ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ისინი საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავაკვირდეთ და გავაკონტროლოთ, რომ არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები და თაღლითური ქცევა", —...
მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
„ჯერ კიდევ აპრილის თვეში, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა ოფიციალური წერილი ეუთოს და ოდირს, რათა რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნა საქართველოში ამ არჩევნებისთვის. ამას გარდა, იცით, ჩართული არიან NDI-ს, IRI-ის წარმომადგენლები,...
"ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის საარჩევნო პროგრამა
მარინა კალიურანდი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს პატივი სცენ ოდირის დასკვნებს არჩევნების შედეგების შესახებ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა არჩევნებზე. გვექნება ბრიფინგი ევროკავშირის ელჩთან ერთად. ჩვენი მოწოდება პოლიტიკური პარტიების მიმართ არის ის, რომ უზრუნველყონ მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და პატივი სცენ ოდირის დასკვნებს“, - განაცხადა კალიურანდმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ნაწილი უკვე საქართველოშია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































