მარინა კალიურანდი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს პატივი სცენ ოდირის დასკვნებს არჩევნების შედეგების შესახებ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა არჩევნებზე. გვექნება ბრიფინგი ევროკავშირის ელჩთან ერთად. ჩვენი მოწოდება პოლიტიკური პარტიების მიმართ არის ის, რომ უზრუნველყონ მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და პატივი სცენ ოდირის დასკვნებს“, – განაცხადა კალიურანდმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ნაწილი უკვე საქართველოშია.