ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, 2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების დონისაა. მისივე თქმით, ამ არჩევნებმა უნდა აჩვენოს საქართველოს აქვს თუ არა ევროატლანტიკური კურსი.
“ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ისინი საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავაკვირდეთ და გავაკონტროლოთ, რომ არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები და თაღლითური ქცევა”, — თქვა გრეგოროვამ. [ფორმულას თარგმანი]
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.
მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.