მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
„ჯერ კიდევ აპრილის თვეში, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა ოფიციალური წერილი ეუთოს და ოდირს, რათა რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნა საქართველოში ამ არჩევნებისთვის. ამას გარდა, იცით, ჩართული არიან NDI-ს, IRI-ის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ევროპარლამენტარები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში. ერთი მხრივ, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.