ხელვაჩაურის სოფელ ქედქედის სკოლა წელსაც არ გაიხსნება

629

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლება არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა სოფელ ქედქედის სკოლის მოსწავლეებისთვის. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

მოსწავლეებს ისევ მეზობელი სოფლის სკოლაში მოუწევთ სიარული, რადგან ვადის ამოწურვის მიუხედავად, სკოლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა.

მანამდე კი განათლების სამინისტრო მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას თავად აპირებს.